დავით წერედიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დავით წერედიანი
დავით წერედიანი.jpeg
სრული სახელი დავით ბესარიონის ძე წერედიანი
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1937,
დაბადების ადგილი სოფ. ქოლობანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 30 დეკემბერი, 2019
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თსუ
Magnum opus ანარეკლი: ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან
ჯილდოები გივი მარგველაშვილის პრემია

დავით წერედიანი (დ. 19 აგვისტო, 1937, სოფ. ქოლობანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 30 დეკემბერი, 2019, თბილისი[1]) — ქართველი პოეტი და მთარგმნელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.

1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. განსაკუთრებით ცნობილია ფრანსუა ვიიონის „დიდი ანდერძის“ და „მცირე ანდერძის“, ასევე ძმები გრიმების ზღაპრების და იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტის" თარგმანები.

2012, 2014 და 2018 წლებში მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა". 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძმები გრიმების ზღაპრები (მთარგმნელი). — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018
  • ოთხტაეპედი: სიკვდილმისჯილი ვიიონისგან თქმული (მთარგმნელი). — თბილისი, ინტელექტი, 2012
  • ფაუსტი: იოჰან ვოლფგანგ გოეთე (მთარგმნელი). — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011
  • ზღაპრები: ძმები გრიმები (მთარგმნელი). — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011
  • ანარეკლი: ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან (ავტორი). — თბილისი, ნეკერი, 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გარდაიცვალა პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი. რადიო თავისუფლება. დეკემბერი 30, 2019