ალექსანდრე ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალექსანდრე ლორთქიქანიძე.jpeg
დაბადების თარიღი 12 ოქტომბერი, 1988
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა მწერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
მეუღლე ანა მარდალეიშვილი
შვილ(ებ)ი 2

ალექსანდრე ლორთქიფანიძე (დ. 12 ოქტომბერი, 1988, თბილისი) — ქართველი ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ლორთქიფანიძე დაიბადა 1988 წელს, თბილისში. 2009 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით, ხოლო 2011 წელს იმავე უნივერსიტეტის ტელე-კინო დრამატურგიის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიაში წამყვანად და სცენარისტად. იყო ტელეგადაცემის სარჩევი ავტორი და წამყვანი. მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სცენარისტად და დაარსებიდან მიჰყავს ლიტერატურული შოუ წიგნების თარო.

არის საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თამაშში რა? სად? როდის?. თავისუფალ დროს წერს მუსიკას. ჰყავს მეუღლე — ანა მარდალეიშვილი და 2 შვილი: ლილიანა და პაოლო.

ალექსანდრე ლორქიფანიძე იყო პოეტური ჯგუფის ვარდისფერი ავტობუსი ერთ-ერთი დამაარსებელი. მას ეკუთვნის პერსონალური პოეტური კრებულები: „ლურჯი“, „პოლი პოლაკი“, „გამჭვირვალე“ (კრებულში გაერთიანებულია სამლექსიანი ციკლიც, რომელსაც ავტორი „ანა ბერიას“ ფსევდონიმით აქვეყნებდა) და „მოწითალო და მოშავო“. გარდა პოეტური მოღვაწეობისა, დაწერილი აქვს კინოსცენარები და პიესები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა. მისი მოთხრობები გამოქვეყნებულია სხვადასხვა პროზაულ კრებულში, მათ შორის 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში 15 საუკეთესო მოთხრობა.[1]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ლორთქიფანიძეს მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო. 2009 წელს დაჯილდოვდა ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის „ალუბლობა“ მთავარი პრიზით. 2011 და 2012 წლებში მიიღო 24 საათიანი თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზი. 2016 წელს მისმა პიესამ კუნძული ახალგაზრდა დრამატურგთა კონკურსში გაიმარჯვა, რომლის სცენარის მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაკარგულები კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი. 2019 წელს ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პიესების კრებულით „დისტოპიესები“ გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში „საბა“, წლის საუკეთესო პიესის კატეგორიაში.[2]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „გამჭვირვალე“. (2013). გამომცემლობა „ინტელექტი“. ISBN 978-9941-446-64-1.[3]
  • „მოწითალო და მოშავო“. (2017). გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. ISBN 978-9941-474-29-3.[4]
  • „დისტოპიესები“. (2017). გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“. ISBN 978-9941-467-84-4.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]