აკა მორჩილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ახვლედიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
აკა მორჩილაძე
დაბ. თარიღი 1966, 10 ნოემბერი
დაბ. ადგილი თბილისი
ფსევდონიმი აკა მორჩილაძე
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი
ეროვნება საქართველო
პერიოდი 1992–
ჟანრი რომანი, მაგიური რეალიზმი, დეტექტივი
თემატიკა საქართველოს ისტორია
მიმდინარეობა პოსტმოდერნიზმი
დებიუტი "მოგზაურობა ყარაბაღში", 1992
Magnum opus "სანტა ესპერანსა" (2004)

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი — გიორგი ახვლედიანი) (დ. 10 ნოემბერი, 1966) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; მუშაობდა თსუ–ს ლაბორანტად 1988–1991წლებში, მასწავლებლად 1991 წლიდან;[1] 90-იან წლებში საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად გაზეთ "რეზონანსი"-სთვის და სხვა რამდენიმე გაზეთისთვის.

თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს - "ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა,დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ,მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი.ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს,რომ აღიარო,წერა მსიამოვნებს და ვწერ,ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო."

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" (1995), "მოგზაურობა ყარაბაღში" (1992), "აგვისტოს პასიანსი" (2001), "სხვანი" (2002), "შობის ღამის ალქაჯები" (2002), "სანტა ესპერანსა" (2004), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან", „გაქრები მადათოვზე", „ვეშაპი მადათოვზე") (1998-2004) და სხვ. რომანი "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).

აკა მორჩილაძის რომანი „სანტა ესპერანსა“ ითარგმნა და გამოვიდა გერმანულ ენაზე, რასაც დადებითი შეფასება მოჰყვა და სეზონის ყველაზე გაბედულ და არაორდინალურ გამოცემად შეფასდა.[2]

ხუთჯერ აქვს ლიტერატურული პრემია საუკეთესო რომანისთვის „საბა" 2003, 2005, 2006, 2010 და 2012 წლებში. 2010 წელს მისმა რომანმა „მამლუქმა" მიიღო ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოგზაურობა ყარაბაღში. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 1992[3][4]
  • ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 1995
  • გადაფრენა მადათოვზე და უკან. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 1998
  • გაქრები მადათოვზე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2001
  • აგვისტოს პასიანსი. სანთლის შუქზე საკითხავი ბულვარული რომანი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2001
  • უდაბნოს გლახები - 2001
  • სხვა. თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2002
  • შობა ღამის ალქაჯები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2002
  • ძირს სიმინდის რესპუბლიკა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2003
  • წიგნი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2003
  • შენი თავგადასავალი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2003
  • სანტა ესპერანსა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2004
  • მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2005
  • ვენერას სიზმარი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2005
  • ქაღალდის ტყვია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2006
  • მეიდ ინ ტიფლის (Maid in Tiflis). ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2007
  • ძველი გულებისა და ხმლისა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2007
  • კაგდატა ინ ჯორჯია. თბილისი, საგა, 2008
  • მესაიდუმლის ქამარი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2008
  • მამლუქი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2009
  • მადათოვი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2010
  • obOle, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2011
  • აკა მორჩილაძე სარბიელში - 2012
  • ვეშაპი მადათოვზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2012
  • ქართულის რვეულები - XIX საუკუნის სურათები, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2013
  • მორიდებული ზურმუხტი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2013
  • აკა მორჩილაძე სარბიელში 2, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2013
  • ქემერა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2014
  • ჩრდილი გზაზე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა - 2014
  • მწერლებსა და წიგნებზე - 2014
  • ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს, არტანუჯი - 2015

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]