ანა კორძაია-სამადაშვილი
იერსახე
| ანა კორძაია-სამადაშვილი | |
|---|---|
|
ანა კორძაია-სამადაშვილი 2022 წელს ციურიხში. | |
| დაბადების თარიღი | 26 თებერვალი, 1968[1] (57 წლის) |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| საქმიანობა | მწერალი[1] , ჟურნალისტი[1] და რომანისტი |
| ენა | ქართული ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ჟანრი | მოკლე რომანი, მაგიური რეალიზმი და დეტექტივი |
| Magnum opus | ვინ მოკლა ჩაიკა |
| ჯილდოები | გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის და პრემია „საბა“ |
| საიტი | armuri.georgianforum.com/t554-topic |
ანა კორძაია-სამადაშვილი (დ. 26 თებერვალი, 1968) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი და ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.
1989–1993წწ. იყო გამომცემლობების: „BBT“, 1993–1999წწ. „სომაპრეს“ რედაქტორი; საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ტექსტის ლინგვო-სტილისტური ანალიზი“, დაიცვა 1997 წელს.[2] 1998 წელს ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტო IBA-ისა და 2001–2004წწ. გაზეთ „24 საათის“ ჟურნალისტი. 2005 წლიდან არის ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ ჟურნალისტი. არის ავტორი მოთხრობებისა: „ბერიკაობა“(2004), „მე მარგარიტა“(2005). მისი მოთხრობები ასევე შესულია სხვადასხვა ანთოლოგიებში.[3]
ქართულად ნათარგმნი აქვს ელფრიდე იელინეკის, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები.
გამოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიკაობა (2004)
- ვინ მოკლა ჩაიკა : რომანი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. - 160გვ.. - ISBN 978-9941-15-808-7
- მარიეტას გზა : მოთხრობები - თბ. : პალიტრა L, 2012. - 304 გვ. ; 20 სმ.. - (სერია: ახალი ქართული ლიტერატურა)[4] ISBN 978-9941-19-681-2
- შუშანიკის შვილები : ერთი რომანის სცენარი (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 119გვ.. - ISBN 978-9941-15-312-9
- მე, მარგარიტა : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 184გვ.. - ISBN 99940-30-34-5
- ზინკა ადამიანი : რომანი (ავტორი). — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2019.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოეთეს ინსტიტუტის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის (1999 წ., ელფრიდე იელინეკის „საყვარლები“)
- ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის (2003 წ.)
- წიგნის მაღაზიათა ქსელ „პარნასის“ პრემია „წლის ბესტსელერისთვის“ (2005 წ.)
- მესამე ადგილი „წლის საუკეთესო მოთხრობისთვის“ (2005 წ., „ისტორიული მეხსიერება“)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-21. ციტირების თარიღი: 2016-02-04.
- ↑ http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001349/
- ↑ http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aკორძაია-სამადაშვილი+ანა