თამაზ ჩხენკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამაზ ჩხენკელი
Tamaz Cxenkeli.gif
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი 1927(1927-11-26)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 9 ნოემბერი 2010(2010-11-09) (82 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
საქმიანობა პოეტი, მწერალი, ლიტერატორი და მთარგმნელი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამაზ ვასილის ძე ჩხენკელი (დ. 26 ნოემბერი, 1927 — გ. 9 ნოემბერი, 2010) — ქართველი პოეტი, მწერალი, ლიტერატორი. ინდური და ჩინური პოეზიის მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაზ ჩხენკელი დაიბადა თბილისში, 1927 წლის 26 ნოემბერს.

მშობლები: თამარ ასლანიშვილი, ვასილ ჩხენკელი.

მეუღლე: ლილი გოგუა (1934).

შვილები: გვანცა (1958), ნათია (1971).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი (1952).

მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში (1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე). დაიცვა საკანდიდატო დოსერტაცია თემაზე: „პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველსა პოემებში“ (1972).

გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული დ რიცხვული სტრუქტურის შესახებ.

მწერლის ერთ–ერთი საუკეთესო თარგმანად რაბინდრანათ თაგორის „გიტანჯალი“ ითვლება, ისევე როგორც ბო ძიუ–ის ლირიკა. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული ანბანის კვლევაზე.[1]. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია „ტრაგიკული ნიღბები“ ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ითვლება.

თამაზ ჩხენკელი 2002 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. იგი ასევე იყო ივანე მაჩაბელის პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 2010 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნათარგმნი და წიგნებად გამოცემული ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბო ძიუ-ი „ლექსები“ (1956).
  • რაბინდრანათ თაგორი „გიტანჯალი“ (1960).
  • „ბჰაგავატგიტა“ (1963).
  • „აღმოსავლური ლირიკა“ (1966).
  • უოტ უიტმენი „ბალახის ფოთლები“ (1966).
  • დანტე ალიგიერი „ახალი ცხოვრება“ (1966).
  • „ბენგალია“ (1970).
  • „ტრაგიკული ნიღბები“ (1971).
  • ჰომეროსი „ოდისეა“ (1975).
  • „ინდური საგალობლები“, „ახალი ინდოეთის მოაზროვნეები“ (1978).
  • ა.ს. პუშკინი "მცირე ტრაგედიები" (1978.
  • ჰომეროსი „ოდისეა“ (ზურაბ კიკნაძესთან ერთად, 1975).
  • „მზებუდობა“ – ლექსების კრებული (1980).
  • „მარიოტა“ (1986).
  • "მშვენიერი მძლევარი" – ესეების კრებული (1989).
  • ა.ფ. ლოსევი "დუმილი" (1993).
  • ხორხე ლუის ბორხესი "ენიგმათა სარკე" (1996).
  • „მწვანე ბივრიტი“ – ესეების კრებული (2002).
  • „ლაზარე, გამოვედ გარე“ – კვლევა ქართული ანბანის შესახებ(2009).
  • „სარკითა და სახითა“ – ლექსების კრებული(2002).
  • "100 ლექსი" (2012).

მრწამსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ჩემს ცხოვრებისეულ პრინციპს განასახიერებს დევიზი, რომელიც „შევარდნელთა“ მისალმებას წარმოადგენდა: „ვგუშაგობ ერს“ – „მარად“ (ბიძაჩემი – ცნობილი ექიმი, მთამსვლელი და მწიგნობარი – სოსო ასლანიშვილი ჟურნალ „შევარდენის“ რედაქტორი იყო). რაც შეეხება კრედოს, ის გამოხატულია ინდოელი, რუსი, ევროპელი და ამერიკელი მოაზროვნეების (ანთროპოლოგების, ფიზიკოსების, თეოლოგების, მწერლების) იმ წერილებში, რომლებსაც მე ვთარგმნიდი და ვაქვეყნებდი ჩვენს ლიტერატურულ და მეცნიერულ პერიოდიკაში 45 წლის მანძილზე, და რომლის ერთ წიგნად გამოცემა დღემდე ვერ მოხერხდა. ეს წერილები მეოცე საუკუნის მსოფლიოს საჭირბოროტო საკითხებს ეხება“.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007 - „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თამაზ ჩხენკელი გარდაიცვალა // GeoNews.ge
  2. „ვინ ვინაა საქართველოში“ 1998–99 – „ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“, გვერდი 377