დავით ქართველიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით ქართველიშვილი
დაბ. თარიღი 6 ივლისი 1976(1976-07-06) (43 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პროზაიკოსი და ესეისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ჯილდოები საბა

დავით ქართველიშვილი (დ. 6 ივლისი, 1976, თბილისი) — ქართველი პროზაიკოსი და ესეისტი. ყურადღება მიიქცია პირველივე მოთხრობების კრებულით „პოპური“ (2001, პრემია წინანდალი 2001, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი). ამ პერიოდისათვის მისი ნაწარმოებები სტილისტურად ახლოს იყო აკა მორჩილაძის ნაწარმოებებთან და შეიცავდა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის ელემენტებს. თუმცა მისი შემდგომი ნაწარმოებები უკვე თვისობრივად განსხვავებული იყო. ქართველიშვილის რომანი „იყო საღამო იყო დილა“ 2006 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ეს ნაწარმოები დღემდე რჩება მის ყველაზე პოპულრაულ ტექსტად. ავტორია რომანებისა: „სიყვარული და მსხალი“ (2009), „მოცემულობა“ (2011), „ათი ქალწული“ (2012). ქართველიშვილის წიგნების უმრავლესობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშია დაბეჭდილი. 2010-2011 წლებში იყო საქართველოს პენ-ცენტრის დროებითი პრეზიდენტი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2008 — „საბა” საუკეთესო პროზაული კრებულისთვის „ოთხი მოთხრობა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]