გიორგი ლობჟანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ლობჟანიძე
Giorgi Lobzhanidze 6152.jpg
დაბ. თარიღი 20 თებერვალი 1974(1974-02-20) (45 წლის)
დაბ. ადგილი ნაბახტევი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე და ფილოლოგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თეირანის უნივერსიტეტი

გიორგი ლობჟანიძე (დ. 20 თებერვალი, 1974, ნაბახტევი, ხაშურის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ლობჟანიძე 1974 წლის 20 თებერვალს ხაშურის რაიონის სოფელ ნაბახტევში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა ხაშურის I საშუალო სკოლა და უგამოცდოდ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სემიტოლოგიის განყოფილებაზე, არაბული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

1996 წელს, უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სემიტოლოგიის კათედრის მასწავლებლად, 1997 წელს კი გაემგზავრა ირანში, სადაც დაასრულა თეირანის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურა რელიგიათა და მისტიკის ისტორიის სპეციალობით.

1999 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდგომ, მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ აღმოსავლური განყოფილების გამგე და „ისლამური კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია „იესო და მარიამი ყურანში“, რისთვისაც მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

გამოქვეყნებული აქვს ლექსების ოთხი კრებული: „ობლის კვერი“, „დუღილის ტემპერატურა“, „ბაბუაწვერების თაიგული“ (2004წ.), „არაბულის მასწავლებელი (2013წ).

თარგმნილი აქვს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე არაბული და სპარსული ლიტერატურის არაერთი ნიმუში, რომელთაგან ცალკე წიგნად გამოქვეყნებულია: ჯალალ ედ-დინ რუმი „ყაზალები“, იბნ ალ-მუკაფფა „წიგნი ქალილასა და დიმნასი“, სოჰრაბ სეფეჰრი „წყლის ფეხის ჩქამი“, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი, „იესო - ძე კაცისა“, ფორუყ ფაროხზადი, „მეორედ დაბადება“, „სპარსული ზღაპრები“, ყურანი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]