ზურაბ ქარუმიძე
ზურაბ ქარუმიძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 22 აგვისტო, 1957 (64 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მწერალი, მთარგმნელი და cultural studies scholar |
ენა | ქართული ენა, ინგლისური ენა და რუსული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Magnum opus | ჯაზის ცხოვრება |
ჯილდოები | საბა |
გავლენა მოახდინეს
| |
საიტი | armuri.4forum.biz/t665-topic#13942 |
ზურაბ ქარუმიძე (დ. 22 აგვისტო, 1957) — ქართველი მწერალი. ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატი. [1] 2006 წელს ქარუმიძემ ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი Dagny or a Love Feast[2].
ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში."
წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994-5 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.
ქარუმიძის ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში, Clockwatch Review-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996).
რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: საქართველო/კავკასიის პროფილი (1995-2000) და კავკასიის კონტექსტი (2002-05).
ჯეიმზ ვერჩთან ერთად, ზურაბ ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა - კმარა:ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში (Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005).
წერს ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ.
ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- (1988) ოპერა, მოთხრობათა კრებული – ISBN 99928-52-12-7
- (2000) ღვინომუქი ზღვა, რომანი – ISBN 99928-70-30-3
- (2003) თხა და გიგო, რომანი
- (2006) Dagny or a Love Feast, რომანი ინგლისურ ენაზე
- (2009) ჯაზის ცხოვრება, დოკუმენტური პროზა – ISBN 9789941414077
- (2011) „მელია-ტულეფია Fox-Trot” ISBN 978-9941-414-71-8
- (2014) „ჯაზის ყვავილობა”, რომანი
- (2018) "Untergang: მოგზაურობა ევროპაში", რომანი
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2010 - „საბა“ ნომინაციაში საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება"
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ზურაბ ქარუმიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Dagny or a Love Feast დაარქივებული 2013-04-21 საიტზე Wayback Machine.
- Facebook-ზე