გიორგი სოსიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი სოსიაშვილი
გიორგი სოსიაშვილი.jpg
დაბადების თარიღი 22 ივნისი, 1977 (1977-06-22) (43 წლის)
დიცი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ისტორიის დოქტორი
პროფესია ისტორიკოსი

გიორგი სოსიაშვილი (დ. 22 ივნისი, 1977) — ქართველი მწერალი, ისტორიკოსი და პროფესორი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი 2011-2019 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფ. დიცის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დევნილობის გამო ფუნქციონირებდა გორში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური წოდება. 2006 წლიდან ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ 2007 წლიდან გორის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან 2019 წლის 15 იანვრამდე იყო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.[1]

სხვადასხვა დროს ის იყო: ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე; ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ცხინვალის ორგანიზაციის გაზეთის „მშვიდობა“ - პასუხისმგებელი მდივანი; საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; შიდა ქართლის ახალგაზრდა მწერალთა კლუბის „პარნასის” წევრი; შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრი; გაზეთ ”ყაყაჩოს” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჟურნალ ”ჯეჯილის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენობითი საბჭოს წევრი; ჟურნალ „ქაროზის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჟურნალ “განთიადის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; გაზეთ “უფლისციხის” სარედაქციო კოლეგიის წევრი; გორის უნივერსიტეტის უმაღლესი პროფესიული მიმართულების მრჩეველთა საბჭოს წევრი; საერთაშორისო პროექტ ტემპუსის კოორდინატორი; საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების საკოორდინაციო საბჭოს წევრი. კავკასიის უნივერსიტეტთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი;

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი მოთხრობების კრებული გამოვიდა 1996 წ „ძმათა მახვილი“. 2008 წლის ომის თემას უძღვნა მოთხობების კებული „2008 წლის შვებულება“, რომელის მიხედვითაც 2009 წელს გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრმა განახორცილეა დადგმა. 2015 წელს გამოიცა ერთი მოთხრობა „ნატყვიარი“, რომელიც წარდგენილი იყო 2015 წლის ლიტერატურულ პრემიაზე „საბა“. სულ გამოცემული აქვს 15 პროზაული კრებული. გარდა პროზაული კრებულებისა გამოცემული აქვს 15 მონოგრაფია და 70-მზე სამეცნიერო ნაშრომი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამაჩაბლოს ისტორია, თბ., 2005
  • ვანათის ისტორიიდან, თბ., 2005
  • გერმანელი მოგზაურები ოსების შესახებ, თბ., 2006
  • პატარა ლიახვის ხეობის ისტორიიდან, თბ.,2007
  • ძიებანი, თბ., 2008
  • დიცის ისტორია, თბ, 2010
  • საქართველოს წარჩინებულ გვართა ისტორიიდან, თბ., 2008
  • ნარკვევები ლიახვის ხეობის ისტორიიდან, თბ, 2011
  • ნარკვევები შიდა ქართლის ისტორიიდან, თბ, 2011
  • შიდა ქართლის ისტორიის საკითხები, თბ., 2013
  • იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში, თბ., 2013
  • საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკა შიდა ქართლში XX საუკუნის 20 –იან წლებში, თბ., 2013
  • აბრაჰამ ვალენტინ უილიამს ჯეკსონის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 2014
  • ცხინვალი და ახალგორი უცხოური წყაროების მიხედვით, თბ., 2014
  • მართლმადიდებელი ეკლესია და რელიგიური უმცირესობანი შიდა ქართლში XX საუკუნის I მეოთხედში, თბ., 2014

პროზაული კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძმათა მახვილი, თბ.,1996
  • კამანის სევდა, თბ., 1998
  • დაბადებამდე, თბ., 2000
  • თეთრი ზამთრის სიზმრები, თბ., 2001
  • ახლოა მონასტრამდე, თბ., 2002
  • ალიონი აფხაზეთის ცაზე, თბ., 2005
  • გასვლა სხეულიდან, თბ., 2006
  • ლანდები მზისფერი წარსულიდან, თბ., 2007
  • ცხადიც იყო, სიზმარიც, თბ., 2008
  • 2008 წლის შვებულება, თბ., 2009
  • ჩვიდმეტნი თბ., 2011
  • მზის გადაღმა თბ., 2012
  • ნატყვიარი, თბ., 2013
  • დროის საზომთა გარეშე, თბ., 2014
  • „ნატყვიარი“ მხოლოდ ერთი მოთხრობა. თბ 2015

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მადლობის გამოცხადება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ გამოჩენილი აგრესიის და ქვეყნის ტერიტორიის ნაწილობრივი ოკუპაციის შედეგად გორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულ საქართველოს მოქალაქეთა დროებით თავშესაფრის ადგილებში განსახლებისა და მათი პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისათვის (28.11.2008წ. ბრძ. #1049)
  • დაჯილდოება პროექტ “ირმის ნახტომის” მიერ ნომინაციაში: განსაკუთრებული აქტიურობისათვის, ჯილდო დიპლომი და პორტატული კომპიუტერი.
  • მადლობის სიგელი “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოსაგან, განათლებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდისა და ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით 2006 წლის 1 დეკემბერს ტრადიციული ტესტირება-ტურნირის ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • მადლობის სიგელი “ჩაღლარის” საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოსაგან, განათლებისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდისა და ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით 2007 წლის 1 დეკემბერს ტრადიციული ტესტირება-ტურნირის ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]