მსხლების მინდორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მსხლების მინდორი“

წინგის ყდა
ავტორი ნანა ექვთიმიშვილი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
გამომცემელი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის თარიღი 2015
გვერდი 222[1]
ISBN ISBN 978-9941-23-345-6

მსხლების მინდორინანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი, რომელიც 2015 წელს გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ. რომანი მოგვითხრობს თბილისში არსებული ერთ-ერთი სკოლა-ინტერნატის შესახებ, იქ მხცოვრებ მოზარდებსა და ბავშვებზე, მათ ბედსა და ცხოვრებაზე.[2]

ავტორს რომანისთვის 2016 წელს გადაეცა პრემია „საბა“, ნომინაციაში წლის დებიუტი[3]. 2016 — "ილიაუნის ლიტერატურული პრიზი" 2016 წ. (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია): 2014-2015 წლების საუკეთესო ქართული რომანისათვის. ჟიურის განმარტება: "ჯილდო გადაეცემა ავტორს ადამიანთა მარგინალიზაციის გაბედული აღწერისთვის, ძალადობის ფსიქოსოციალური და ფიზიკური ასპექტების წარმოჩენისთვის, ექსპრესიული თხრობისა და სიუჟეტურ-კომპოზიციური მთლიანობისათვის, ქალთა ხმის რეპრეზენტაციისათვის ლიტერატურაში." 2016 — პრემია ლიტერა (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის მიერ დაარსებული ლიტერატურული პრემია): წლის საუკეთესო დებიუტისთვის[4] ჟიურის განმარტება: ჟიურის არჩევანი შეჩერდა წიგნზე, რომელშიც "მონიშნულია საწყისი წერტილი იმ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც გვერგო და ძალიან მძიმედ, ხშირად ნატურალისტურადაა აღწერილი ყოფა, სატკივარი იმ ადამიანების, იმ თემისა, რომელთა ხმაც თითქმის ვერ აღწევს ჩვენამდე."

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]