პაატა ქურდაძე
იერსახე
პაატა ქურდაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ნოემბერი, 1958 (65 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ფსევდონიმი | აკაკი მარსიაშვილი და ვალენტინ პუტანელი |
საქმიანობა | მწერალი და ესეისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საფრანგეთი |
ჯილდოები | პრემია „საბა“ |
პაატა ქურდაძე (დ. 8 ნოემბერი, 1958, თბილისი) — ქართველი მწერალი, ესეისტი და დოკუმენტალისტი. გასული საუკუნის 1980-1990-იანი წლებში ცნობილი ლიტერატურული ალტერნატიული „რეაქტიული კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი კოტე ყუბანეიშვილთან და ირაკლი ჩარკვიანთან ერთად.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2011 წლის გამარჯვებული ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტალური პროზა. კრებულისათვის „ფსიქოდელიური ქრონიკა 2009“. 2011 წელს გამოაქვეყნა ლიტერატურული ესეს ჟანრში დაწერილი კრებული „ექსპერიმენტული განცდები“. კრებულ-მანიფესტში სათაურით „რეაქტიული კლუბი“ მისი ნაწარმოებები შესულია ფსევდონიმით აკაკი მარსიაშვილი და ვალენტინ პუტანელი. 1991 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში.