მირჩა ელიადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მირჩა ელიადე
Stamp of Moldova 038.jpg
მირჩა ელიადე 2007 წლის მოლდოვის საფოსტო მარკაზე
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1907
დაბადების ადგილი ბუქარესტი, რუმინეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 22 აპრილი, 1986
გარდაცვალების ადგილი ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
დასაფლავებულია Oak Woods Cemetery
საქმიანობა ისტორიკოსი, მწერალი, ჟურნალისტი,
ენა რუმინული, ფრანგული, პორტუგალიური, ინგლისური
ეროვნება რუმინელი
მოქალაქეობა რუმინეთი, აშშ
ალმა-მატერი კოლკატას უნივერსიტეტი, ბუქარესტის უნივერსიტეტი
პერიოდი 1921–1986
ჟანრი ფანტასტიკა, ავტობიოგრაფია, სამოგზაურო ლიტერატურა
თემატიკა რელიგია, რელიგიის ფილოსოფია, მასობრივი კულტურა, პოლიტიკა
მიმდინარეობა მოდერნიზმი
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენი და Gordon J. Laing Award
ხელმოწერა Mircea Eliade signature.jpg

მირჩა ელიადე (დ. 13 მარტი, 1907 - გ. 22 აპრილი, 1986) — რუმინელი რელიგიის ისტორიკოსი, ფენტეზის ჟანრის მწერალი, ფილოსოფოსი და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი. რელიგიური აზროვნების წამყვანი მკვლევარი. მის მიერ ჩამოყალიბებული რელიგიური კვლევისს პრადიგმები დრემდე აქტუალურია. მისი თეორია, რომ იეროფანია ქმნის რელიგიის საფუძველს, რეალობის ადამიანური გამოცდილების დაყოფა წმინდა და პროფანულ სივრცედ და დროდ, დღემდე გავლენიანია.[1] მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი რელიგიურ კვლევებში იყო მისი თეორია: მარადიული დაბრუნება, რომელიც ამტკიცებს, რომ მითები და რიტუალები უბრალოდ იეროფანიების გახსენება კი არ არის, არამედ რელიგიური ადამიანების აზრით მათში რეალური მონაწილეობა.[1]

მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ძირიტადად მიეკუთვნება ფანტასტიკურ და ავტობიოგრაფიულ ჟანრს. მისი ნაშრომებიდან ყველაზე მეტად ცნობილი ნოველებია: ბენგალური ღამეები (La Nuit Bengali, აკრძალული ტყე (Noaptea de Sânziene), შორსმჭვრეტელი მოზარდის დღიური (Romanul adolescentului miop). მის კრისტინა (Domnișoara Christina) და ახალგაზრდობა ახალგაზრდობის გარეშე (Tinereţe fără tinereţe); ხოლო მოთხრობეიდან: დოქტორ ჰონიგბერგერის საიდუმლო (Secretul doctorului Honigberger) და ბოშა გოგოებთან ერთად (La țigănci).

მის ცხოვრების ადრეულ წლებსი მირჩა იყო ჟურნალისტი და ესეისტი. რუმინელი ჟურნალისტის და ფილოსოფოსის: ნაე იონესკუს მოწავლე. ლიტერატურული საზოგადოება: Criterion-ის წევრი. 1930-იანებში რამდენჯერმე საჯაროდ გამოხატა ფაშისტური იდეოლოგიის პოლიტიკური ორგანიზაციის რკინის მცველების მხარდაჭერა. მისი იმდროინდელი პოლიტიკური აქტიურობის და ულტრამემარჯვენე კავშირების გამო მას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხშირად აკრიტიკებდნენ. 1940-იანებში პორტუგალიასა და გაერთიანებულ სამეფოში კულტურული ატაშედ მუშაობდა.

დიდი ერუდიციით გამორჩეული მირჩა თავისუფლად საუბრობდა ხუთ ენაზე (რუმინული, ფრანგული, იტალიური, ინგლისური, გერმანული) და კიდევ სამ ენაზე კითხულობდა (ებრაული, სპარსული, სანსკრიტი). ის სიკვდილის შემდგომ რუმინეთის აკადემიის წევრად აირჩიეს.

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩიკაგოს უნივერსიტეტის საღვთო სკოლაში რელიგიების ისტორიის კათედრას ამ სფეროში მისი ფართო წვლილის გამო ელიადეს სახელი ეწოდა. ჩიკაგოს უნივერსიტეტმა მირჩა ელიადეს და იოახიმ ვახის აკადემიური წვლილის, სოციალურ და ისტორიულ კონტექსტში მათი პოლიტიკური ცხოვრების, ასევე მათ ნაწარმოებებსა და ცხოვრებას შორის ურთიერთობაზე ორ დღიანი კონფერენციის ჩასატარებლად 2006 წელი შეარჩია (შუალედური წელი, ვაშის გარდაცვალებიდან 50 და ელიადეს დაბადებიდან 100 წლისთავს შორის).[2]

1990 წელს რუმინეთის რევოლუციის შემდეგ მირჩა რუმინეთის აკადემიის სიკვდილის შემდგომ წევრად აირჩიეს. მირჩა ელიადეს მემკვიდრეობა რელიგიების ისტორიის სფეროში ასახულია 1997 წელს დაარსებულ ჟურნალ Archaeus-ში (ჟურნალი დაკავშირებულია ბუქარესტის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტთან). რელიგიის შესწავლის მე-6 ევროპული ასოციაცია და რელიგიების ისტორიის საერთაშორისო ასოციაცია სპეციალური კონფერენცია ევროპისა და აზიის რელიგიის ისტორიაზე გაიმართა ბუქარესტში 2006 წლის 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით. კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა მირჩა ელიადეს ხსოვნას, რომლის მემკვიდრეობა რელიგიების ისტორიის სფეროში განიხილებოდა სხვადასხვა მეცნიერების მიერ, რომელთაგან ზოგიერთი მისი უშუალო სტუდენტი იყო ჩიკაგოს უნივერსიტეტში.[3]

2006-ში რუმინეთის ტელევიზიის მიერ ჩცატარებულ გამოკითხვაში მირჩა ელიადე დასახელდა როგორც ისტორიაში VII უდიდესი რუმინელი. მის წარდგენას აკეთებდა ჟურნალისტი დრაგოშ ბუკურენცი. მისი სახელი ეწედა: ბუქარესტის ჩრდილოეთით პრიმავერის არეაში მდებარე ბულვარს, კლუჟ-ნაპოკაში ქუჩას და სკოლებს სიგიშოარასა და რეშიცაში.

ადრეულ პერიოდში მირჩა ელიადეს რომანები სატირის საგანი იყო. რამდენიმე ავტორი, მათ შორის იოან პეტრუ კულიანუ, ავლებენ პარალელს 1959-ში ეჟენ იონესკოს დადგმულ აბსურდის თეატრსა და იმ გავლენას შორის რაც ეჟენის უახლოესმა მეგობრებმა (მათ შორის მირჩამ) ფაშიზმისგან განიცადეს.

2000 წელს სოლ ბელოუ, გამოსცა სადავო ნოველა Ravelstein-ი. ნოვველაში ყავს პერსონაჟი - Radu Grielescu რომელშიც კრიტიკოსებმა მირჩა ელიადე ამოიცნეს.

ფილმში Mircea Eliade et la redécouverte du Sacré (1987) და პოლ ბარბა ნეაგრას სატელევიზიო სერიების Architecture et Géographie sacrées ნაწილში განხილულია მირჩა ელიადეს ნაშრომები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dudley, Guilford. 1977. Religion on Trial: Mircea Eliade & His Critics. Philadelphia: Temple University Press.
  • Idinopulos, Thomas A., Yonan, Edward A. (eds.) 1994. Religion and Reductionism: Essays on Eliade, Segal, and the Challenge of the Social Sciences for the Study of Religion, Leiden: Brill Publishers. ISBN 90-04-06788-4
  • McCutcheon, Russell T. 1997. Manufacturing Religion: The Discourse on Sui Generis Religion and the Politics of Nostalgia. New York: Oxford University Press.
  • Olson, Carl. 1992. The Theology and Philosophy of Eliade: A Search for the Centre. New York: St Martins Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Wendy Doniger, "Foreword to the 2004 Edition", Eliade, Shamanism, p. xiii
  2. Conference on Hermeneutics in History: Mircea Eliade, Joachim Wach, and the Science of Religions დაარქივებული 2006-12-11 საიტზე Wayback Machine. , at the University of Chicago Martin Marty Center. Institute for the Advanced Study of Religion დაარქივებული 2008-09-05 საიტზე Wayback Machine. ; retrieved July 29, 2007
  3. The Sixth EASR and IAHR Special Conference. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2009-07-13; retrieved July 29, 2007