ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 8 ივნისი, 1983[1] [2] [3] (39 წლის) |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] |
საქმიანობა | ავტორი, მწერალი, რეჟისორი და დრამატურგი |
ენა | ქართული ენა და გერმანული ენა[4] |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი |
Magnum opus | მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის) |
ჯილდოები | ანა ზეგერსის პრემია, ალბერტ ფონ შამისოს პრემია და გივი მარგველაშვილის პრემია |
გავლენა მოახდინეს
| |
ნინო ხარატიშვილი (დ. 8 ივნისი, 1983, თბილისი, საქართველო) — გერმანულენოვანი ქართველი დრამატურგი, რეჟისორი და მწერალი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში.
1995–97 წლებში სწავლობდა გერმანიაში, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და VI გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა. ამავე წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.
2005 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმით ,,მტრედები“, დიპლომი დაიცვა თბილისში, ხოლო 2007 წელს, ,,მედეას“ საკუთარი ვერსიით, ჰამბურგის თეატრის აკადემია დაამთავრა.
2006 წელს გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის (მოსკოვი, GITIS) თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე.
2008 წელს, ჰამბურგში დაბრუნების შემდეგ კი, საკუთარი პიესის სცენაზე განხორციელებისთვის ბევრი იბრძოლა. საბოლოოდ, მისი პიესა, სახელწოდებით ,,Z“, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე. ასევე მიიღო თეატრალური პრემიები: როლფ-მარეს პრიზს „აგონიის“ დადგმისათვის ჰამბურგის „ლიხტჰოფის“ თეატრში და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის „ლივ შტაინი“. სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობა ,,ფერლაგ დერ აუტორენ“–ის ყურადღება."
2010 წელს ნინო ხარატიშვილი გახდა ალბერტ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს.
ამჟამად ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.
ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პიესები და ინსცენირებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2006 — „Z“, ჰამბურგი, თეატრი თალია.
- 2007 — სადიპლომო დადგმა: „ჩემი და შენი გული — მედეა“. ჰამბურგი, თეატრი კამპნაგელი.
- 2007 — „Le petit Maitre“, კასელის სახელმწიფო თეატრი, რეჟისორი იეტე შტეკელი.
- 2007 — „აგონია“, ავტორსეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი
- 2008 — „დაღლილი ადამიანები - ერთ სივრცეში“ – ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
- 2008 — „ზელმა“, დამდგმელი რეჟისორი: ნინა მათენკლოთცი.
- 2009 — „ლივ შტაინი“, ავტორისეული დადგმა. ქალაქ ჰაიდელბერგის თეატრი.
- 2009 — „ალჟირი“, ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
- 2009 — „ჯორჯია“, ვენაში გამართული ავტორთა ფესტივალი: დრამატული თხრობა დღეს. დამდგმელი რეჟისორი: ჰანან იშაი.
- 2010 — „რისხვა“, დამდგმელი რეჟისორი: ფელიქს როთენჰოისლერი. გიოტინგენი, გერმანული თეატრი.
- 2010 — „Radio Universe“, დამდგმელი რეჟისორი: ნინა მათენკლოთცი. ჰამბურგი, თეატრი კამპნაგელი.
- 2010 — „ჩემი უსაშინლესი ბედნიერების წელიწადი“, ავტორისეული დადგმა. ჰამბურგი, თეატრი ლიხტჰოფი.
- 2011 — „ლივ შტაინი“, ავტორისეული დადგმა. სამეფო უბნის თეატრი[8].
- 2012 — „კოკორო“, ავტორისეული ქართულ-გერმანულენოვანი დადგმა, საარბრიუკენის თეატრი [9]
პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 2008 — როლფ-მარესის პრიზი (პიესიათვის აგონია)
- 2008 — ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარი საავტორო პრიზი (პიესისათვის ლივ შტაინი)
- 2010 — ადალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია
- 2011 — გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემლობათა ასოციაციის პრემია (რომანისათვის ჩემი ნაზი ტყუპისცალი)
- 2016 — გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ხელოვანი უცხოეთში
- ნინო ხარატიშვილი - ქართველი გერმანულენოვანი დრამატურგი და მწერალი[მკვდარი ბმული]
- ნინო ხარატიშვილი
- ერთი საშინელი და ერთი ბედნიერი წელი
- მისი ნაზი ტყუპისცალი დაარქივებული 2012-12-13 საიტზე Wayback Machine.
- ჟუჟა, ჯუჯა თუ სიტყვებს შორის დაკარგული და კვლავ ნაპოვნი აზრი
- ქართველი გერმანელი
- ლივ შტაინის შესახებ
- Ninia Haratischwili
- Роковая любовь в романе немецкой грузинки
- au:Haratischwili, Nino
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #124712193 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Kritisches Lexikon der Gegenwartsliteratur / Hrsg.: H. L. Arnold, H. Korte — 1978.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ Juja
- ↑ Mein sanfter Zwilling
- ↑ Das achte Leben (Für Brilka) : Roman
- ↑ პრემიერა - ლივ შტაინი
- ↑ Kokoro