გიორგი მასხარაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მასხარაშვილი
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1977 (1977-10-18) (46 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2002 – დღემდე

გიორგი მასხარაშვილი (დ. 18 ოქტომბერი, 1977, თბილისი) ― ქართველი კინოს და ტელევიზიის მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1977 წელს თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი. არის რამდენიმე სრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმის მხატვარი. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.[1] მის კარიერაში ათამდე კინოროლია. მისი პირველი კინოროლი იყო ლევან ზაქარეიშვილის ფილმი თბილისი-თბილისი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი — „მესაათე“ (2011).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007: „ბროდვეი—45“
  • 2011:„მესაათე“

სცენარის ავტორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007: „ბროდვეი—45“
  • 2011:„მესაათე“

დამდგმელი ოპერატორი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006:„ამბავი“
  • 2007: „ბროდვეი—45“

დამდგმელი მხატვარი ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2006:„ამბავი“
  • 2007: „ბროდვეი—45“
  • 2008: „მედიატორი“
  • 2011:„მესაათე“

მემონტაჟე ფილმისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2007: „ბროდვეი—45“

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]