ზაალ სამადაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაალ სამადაშვილი
ზაალ სამადაშვილი
თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2010 – 26 ივლისი, 2013
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
წინამორბედიზაალ სამადაშვილი
მემკვიდრეჯაბა სამუშია (მ/შ)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 აპრილი, 2008 – 2010
წინამორბედიზაზა ბეგაშვილი
მემკვიდრეზაალ სამადაშვილი

დაბადებული10 მარტი, 1953 (1953-03-10) (71 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობამწერალი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი და ესეისტი

ზაალ შოთას ძე სამადაშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1953, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი, ესეისტი. თბილისის საკრებულოსთან ერთად ლიტერატურული პრემია „გალა“-ს დამაარსებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თბილისში 1953 წლისა 3 ოქტომბერს. დედა — თამარ მიქაძე, მამა — შოთა სამადაშვილი. მეუღლე — ნანა იაშვილი (1954). შვილი — გიორგი (1981).

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

პირველი მოთხრობა ბაბო დაჭრეს გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

არის ავტორი სცენარისა სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის "თემო". ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის "გარსევანი".

მისი ჰობი ფეხით სიარულია და აქვს ასეთი მრწამსი: „ვცდილობ განვახორციელო პრინციპი: როცა არ მოგწონს სხვის მიერ გაკეთებული საქმე, შეეცადე შენ თვითონ გააკეთო უკეთესად. კამათში დაღლას შრომით დაღლა მირჩევნია“.

ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია), რომელიც წარმატებით გრძელდება წლების განმავლობაში.

ამჟამად მუშაობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 წ. ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, ლაბოტრანტი.
  • 1978-1980 წწ. გეოლოგიური ექსპედიცია.
  • კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერი.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრის ასისტენტი.
  • 1983-1989 წ.წ. კინოსტუდია ,,ქართული ფილმის” მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება.
  • 1989-1994 წ.წ. გაზეთების ,,მამულისა” და ,,ქომაგის” თანამშრომელი, ჟურნალის ,,XX საუკუნე” მთავარი რედაქტორი.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ლექტორი.
  • 2005-2007 წ.წ. თბილისის #53 საჯარო სკოლის დირექტორი.
  • 2006 წ. ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი.
  • 2008 წლის 12 აპრილიდან, 2013 წლის 26 ივლისამდე იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე[1].

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თემო[2] - კომპანია "ქართული ტელეფილმი", რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი[3], 1986

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=43
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2011-08-22.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2011-08-22.