თამთა მელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამთა მელაშვილი
დაბადების თარიღი 1979 (44–45 წლის)
დაბადების ადგილი ამბროლაური
საქმიანობა მწერალი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თსუ

თამთა მელაშვილი (დ. 1979) — ქართველი მწერალი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. 2008 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი გენდერის კვლევებში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. 2009 წელს გახდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს სტიპენდიანტი. 2012 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

სამწერლო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერდა ბავშვობიდან. მისი დებიუტი ლიტერატურულ ვებ-პორტალზე მოთხრობის „ერთი და ორი“ გამოქვეყნებით შედგა, რომელიც 2006 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ანთოლოგიაში „15 საუკეთესო მოთხრობა“ შეიტანა. 2009 წლის ამავე ანთოლოგიაში შევიდა მწერლის მორიგი მოთხრობა „სხვა ფერი“, რომელიც 2008 წელს გამომცემლობა სიესტამ კრებულის ფარგლებში გამოაქვეყნა.

2011 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი „გათვლა“, რომლისთვისაც მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო დებიუტისთვის.[1] ასევე რომანს 2013 წელს მიენიჭა ფრანკფურტის გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრემია. 2015 წელს გამოქვეყნდა მისი მომდევნო რომანი „აღმოსავლეთით“. მწერლის მესამე რომანია „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელსაც მიენიჭა საბა საუკეთესო რომანისთვის.[2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გათვლა (2011; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) — საბა საუკეთესო დებიუტისთვის
  • აღმოსავლეთით (2015; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • შაშვი შაშვი მაყვალი (2021; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) — საბა საუკეთესო რომანისთვის

მოთხრობათა კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარინეს ანგელოზები (2017; წიგნები ბათუმში)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]