რატი ამაღლობელი
იერსახე
რატი ამაღლობელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 მარტი, 1977 (47 წლის) |
საქმიანობა | ენათმეცნიერი და პოეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რატი ამარლობელი (დ. 30 მარტი, 1977, თბილისი) — ქართველი პოეტი, ფილოსოფოსი. 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად გამოქვეყნდა როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. იყო ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ რედაქტორი (2010-2011). ასევე საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის — „ხმების ისტორია“ წამყვანი (2005-2010). 2006 წელს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წრე“.