თეონა დოლენჯაშვილი
იერსახე
თეონა დოლენჯაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 თებერვალი, 1975 (49 წლის) |
დაბადების ადგილი | ქუთაისი[1] |
საქმიანობა | მწერალი[1] და ჟურნალისტი[1] |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | პრემია „საბა“ |
თეონა დოლენჯაშვილი (დ. 25 თებერვალი, 1977, ქუთაისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეონა დოლენჯაშვილი დაიბადა 1977 წლის 25 თებერვალს, ქალაქ ქუთაისში. მისი მამაა მხატვარი გურამ დოლენჯაშვილი. 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და კინორეჟისურის ფაკულტეტი. მუშაობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 2010 წლიდან არის გაზეთ „24 საათი – Weekend-ის“ ლიტერატურული დამატება „წიგნების“ რედაქტორი; 2011 წელს იყო ქართული ლიტერატურული ჟურნალის „თავისუფალი დროის“ რედაქტორი; 2004 წლიდან დაიწყო ნაწარმოებების გამოქვეყნება.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2021 - ლიტერატურული პრემია „ფაზისი“ - გამარჯვებული
- 2019 - ეროვნული კინოცენტრი - „რეალური არსებები“ - გამარჯვებული 2018 - ლიტერატურული პრემია „საბა“ - ფინალისტი 2018 - ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ - ფინალისტი 2016 წელი - სტამბულის ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე და სტიპენდიანტი 2015 - ლიტერატურული პრემის „საბა“ - ფინალისტი 2012 წელი - ვენის მუზეუმქალაქის სტიპენდიის გამარჯვებული (სამწერლო რეზიდენცია და სტიპენდია) 2011 წელი - ლიტერატული კონკურსი „პენ მარათონი“ - ლაურეატი 2011 – „ფიდაი“ - რადიოპიესების კონკურსი PRIX EUROPE - ფინალისტი 2010 – „რეალური არსებები’ - წლის საუკეთესო მოთხრობის პრიზი 2009 - „მემფისი“ ლიტერატურული პრემია“საბა“ - გამარჯვებული 2006 – „იანვრის მდინარე“ ლიტერატურული პრემია „საბა“ - გამარჯვებული 2005 – „ფიდაი“ - წლის საუკეთესო მოთხრობის პრიზი 2005 – „ფიდაი“ - ეროვნული კინოცენტრის კონკურსი - გამარჯვებული 2004 - მკითხველის სიმპათია
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ჩიტი არ გამოფრინდება“ რომანი - თბილისი, 2021, გამომცემლობა „ინტელექტი“
- „ჩანაცვლება“, რომანი - თბილისი, 2020, გამომცემლობა „ინტელექტი“
- „დაკარგული სამოთხე“ ალბომი - თბილისი, 2018, გამომცემლობა „სეზანი“
- „პერსონალური ქრისტე“, მოთხრობები - თბილისი, 2017, გამომცემლობა „ინტელექტი“
- „რეალური არსებები“ , რომანი - თბილისი, 2014, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2012 (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012. - 256გვ.. - ISBN: 978-9941-15-566-6
- „21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა“: ანთოლოგია (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011. - 492გვ.. - ISBN: 978-9941-15-349-5
- „Animal planet: მოთხრობები“ (ავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 272გვ.
- „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2010 (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა , 2011. - 247გვ.. - ISBN: 978-9941-15-335-8
- „ათი ქართული მოთხრობა“ (თანაავტორი). - თბილისი, ფონდი ტასო, 2010. - 127გვ.. - ISBN: 978-9941-0-2399-6
- „39 რჩეული მოთხრობა“: ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ რჩეულ მოთხრობათა კრებული (თანაავტორი). - თბილისი, პალიტრა L, 2010. - 600გვ.. - ISBN: 978-9941-413-52-0
- „8909/ტექსტებში ასახული დრო = 8909 in Texten (1989/2009)“ : კრებული (თანაავტორი). - თბილისი, საქ. გოეთეს ინ-ტის გამოც., 2009. - 139გვ.. - ISBN: 978-9941-0-2077-3
- „მემფისი“ (ავტორი). - თბილისი, 2008. - 247გვ.. - ISBN: 978-9941-9051-0-0
- „იანვრის მდინარე“ (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. - 126გვ.. - ISBN: 99940-30-55-8
- „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“, 2004: კრებული (თანაავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2005. - 140გვ.. - ISBN: 99940-30-47-7
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 472.