მარიამ ხუცურაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარიამ ხუცურაული
Mariam Khutsurauli.jpg
დაბ. თარიღი 15 იანვარი 1960(1960-01-15) (59 წლის)
დაბ. ადგილი თელავის მუნიციპალიტეტი
ფსევდონიმი Sanata და სანათა
საქმიანობა პოეტი, მწერალი და ადვოკატი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საიტი armuri.georgianforum.com/t10-topic

მარიამ ხუცურაული (დ. 15 იანვარი, 1960) — ქართველი პოეტი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარიამ კონსტანტინეს ასული ხუცურაული დაიბადა თელავში, საქართველოში 1960 წლის 15 იანვარს.

1977 წელს დაამთავრა თელავის #3 საჯარო სკოლა, ხოლო 1982 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იურისტად სხვადსხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში.

მარიამ ხუცურაულის ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურლი პალიტრის“ 2009 წლის მეექვსე ნომერში და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შვიდი პოეტური და პროზაული კრებული.

მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დააარსა პოეტ ქალთა ლიტერატული კონკურსი „ხვარამზეობა“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი. ცნობილი პოეტი ბესიკ ხარანაული ასე გამოეხმაურა მარიამ ხუცურაულის მიერ დაარსებულ „ხვარამზეობას“:

ვიკიციტატა
„სწორედაც მარიამ ხუცურაულის ენთუზიაზმის წყალობით გაცხადდდა რეალობად ჩვენი სიზმარივით მითის, ხვარამზეს სახელი. მთელი ივრის ხეობა იმოსება ამ დღისათვის. ამ დღისათვის ყველა ქართველი პოეტი ქალი მღელვარედ ემზადება.

ეს დღე განსაკუთრებულად ამაღლებულია, განსაკუთრებით უნიკალურია იმით, რითაც ხვარამზემ გაასწრო თავის თანამედროვე და კარგ ფშველ პოეტებს და იქცა ქართველ პოეტად — ამაღლებულით, უჭკნობი, დროისგან მოურევნელ სიყვარულზე გალობით.

შემთხვევითი, უძალო და უვნებო არსება „ხვარამზეობის“ დღესასწაულს ვერ დაამკვიდრებდა, ლამის ძველი ფშაური ხატობების სწორ დღესასწაულს.

ეს შეძლო მარიამ ხუცურაულმა, ხვარამზესთან სულით და ნიჭით ერთობამ მისცა ამის ძალა[1]

მარიამ ხუცურაულის ლექსებზე თეონა ქუმსიაშვილის მიერ დაწერილი სიმღერები: „ასკილი“ და „ფშაურ მოტივზე“ ინტერნეტ-ჰიტებად იქცა.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანათაი ვარ (სამწიგნედი), გამომცემლობა „საუნჯე“, 2016
  • სანათას წიგნი[2], თბ., გამომცემლობა „საარი“, რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ლევან ხარანაული, 2009 — ISBN 978-99940-60-64-1
  • სანათა (სამწიგნედი: სანათას წიგნი (ლექსები) — ISBN 978-9941-9260-8-2, სანათას სახლი (ლექსები) — ISBN 978-9941-9260-9-9, სანათას სკივრი (ჩანაწერები) — ISBN 978-9941-9273-0-0, თბ., გამომცემლობა „საუნჯე“, რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ლევან ხარანაული, 2012
  • სანათაი ვარ (სამწიგნედი: ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი (ლექსები), წინათქმა ბესიკ ხარანაულის — ISBN 978-9941-469-01-5, ცისპირ მთიბავები (ჩანაწერები), წინათქმა მიხო მოსულიშვილის — ISBN 978-9941-469-00-8, ალმასთა სხივითა (ლექსების აუდიოჩანაწერები, კითხულობს ავტორი, სტუდია „არაგვიანი“) — თბილისი, გამომცემლობა „საუნჯე“, რედ. მიხო მოსულიშვილი, მხატვ. ანა ბიჩინაშვილი, 2016

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი პოეტი ბესიკ ხარანაული წერს:

ვიკიციტატა
„მარიამ ხუცურაულის, როგორც პიროვნების საუკეთესო თვისებაა, რომ ის განსაკუთრებულად ეკრძალვის დიდ ქართულ პოეტურ სახელებს. ეს კრძალვა იმდენად წრფელია, რომ ძალას ანიჭებს მის პატრონს, და, ის უკვე როგორც პოეტი, არ უკრთის ლიტერატურას, რომელიც უშველბელი კედელივითაა მის წინ. არ უკრთის იმიტომ, რომ არც მეტი უნდა მისგან და არც ნაკლები, არც სკამი უნდა და არც სავარძელი... და მით უმეტეს — გვირგვინი...მაგრამ ყვავილს სამართლიანდ ელოდება, როგორც ქალი, როგორც შემოქმედი...[3]

მწერალი მიხო მოსულიშვილი მარიამ ხუცურაულის ჩანახატების შესახებ:

ვიკიციტატა
„ეს პოეტის დანახული და ჩაწერილი ამბებია, რაც „სანათას სკივრს“ მიემატა ანდა იქ იყო და ახლაღა აღმოვაჩინეთ; იმ „სანათას სკივრს“, წინა, 2012 წელს გამოსულ სამწიგნედში რომ იყო და რაკი მაშინდელმა ეჭვმა ისევ შემახსენა თავი, აღარც ამას დაგიმალავთ — აი, დაახლოებით ისეთი ამბები, როგორებსაც ხვარამზე დაწერდა, იმისი ჩანაწერები რომ შემოგვრჩენოდა[4]

.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბესიკ ხარანაული „ხვარამზეს მადლით“, წინათქმა მარიამ ხუცურაულის წიგნისათვის „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“, 2016, გვერდები 5—6
  2. სანათას წიგნი
  3. ბესიკ ხარანაული „ხვარამზეს მადლით“, წინათქმა მარიამ ხუცურაულის წიგნისათვის „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“, 2016, გვერდი 5
  4. მიხო მოსულიშვილი „ცისპირ მთიბავების გამო“, წინათქმა მარიამ ხუცურაულის წიგნისათვის „ცისპირ მთიბავები“, 2016, გვერდი 6