ფუკოს ქანქარა (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ფუკოს ქანქარა (იტალ. Il pendolo di Foucault) — იტალიელი მწერლის და ფილოსოფოსის, უმბერტო ეკოს რომანი, რომელიც პირველად 1988 წელს დაიბეჭდა. რომანი მრავალ მითითებას იძლევა ეზოთერული, კაბალისტიკური, ალქიმიური და შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, კრიტიკოსმა ენტონი ბერჯესმა განაცხადა, რომ რომანს ანბანური საძიებელიც კი სჭირდება. წიგნის სათაური აღებულია ფრანგი ფიზიკოსის ლეონ ფუკოს მიერ გამოგონილი ფუკოს ქანქარიდან. ფუკოს ქანქარა დედამიწის როტაციას მაგალითს წარმოადგენს, რასაც ეკოს ნოველაში დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭება. ზოგიერთის აზრით, წიგნის სათაური ფილოსოფოს მიშელ ფუკოზე მიანიშნებს, თუმცა თავად ეკო „განსაკუთრებით უარყოფს მიშელ ფუკოზე განზრახ მინიშნებას“.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Umberto Eco & The Open Text" by Peter E. Bondanella p. 133