ზეზვა მედულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზეზვა მედულაშვილი
Zezva Medulashvili-2010.jpg
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი 1939(1939-12-20)
დაბ. ადგილი არაშენდა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 30 აპრილი 2018(2018-04-30) (78 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მთარგმნელი, მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე და პოეტი
ენა ქართული ენა, სპარსული ენა, სომხური ენა, გერმანული ენა, აზერბაიჯანული ენა, თურქული ენა, რუსული ენა, ტაჯიკური ენა, უზბეკური ენა, ჩეჩნური ენა და არაბული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ჯილდოები ღირსების ორდენი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია და საბა

ზეზვა მედულაშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1939, არაშენდა, გურჯაანის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 30 აპრილი, 2018, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი, მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე და პოლიგლოტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზეზვა მედულაშვილი დაიბადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 1939 წლის 20 დეკემბერს.

1957 წელს „ვერცხლის მედლით“ დაამთავრა არაშენდის საშუალო სკოლა და მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ირანოლოგიის განხრით, სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე. პირველივე კურსის მეორე სემესტრიდან გადაიყვანეს ახალგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორც არმენოლოგმა, თუმცა სპარსულის სწავლა არ მიუტოვებია და დამოუკიდებლად განაგრძობდა მის უფრო ღრმად შესწავლას და დაუფლებას. ასევე დამოუკიდებლად სწავლობდა თურქულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს.

1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „მეგობრობის ცისარტყელაში“.

ზეზვა მედულაშვილის თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი.

1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

ზეზვა მედულაშვილი იყო პანკისის და დმანისის საპატიო მოქალაქე.

თარგმნილი წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჰრანტ მათევოსიანი ჩემი მგელი (მოთხრობები), თბ. ნაკადული, 1987
  • ჰრანტ მათევოსიანი მიამიტური ამბავი, თბ. ნაკადული, 1971
  • ჰრანტ მათევოსიანი აგვისტო (მოთხრობები), თბ. საბჭოთა საქართველო, 1977
  • ჰრანტ მათევოსიანი მწვანე მინდორი, თბ. 1987წ.
  • აზერბაიჯანული მოთხრობები, თბ. ნაკადული, 1974წ.
  • აზერბაიჯანული ზღაპრები, თბ. ნაკადული 1974წ.
  • აზერბაიჯანული ბაიათები, თბ. ნაკადული, 1979წ.
  • ისა ისმაილზადე, ლექსები, თბ. საქართველო, 1983წ.
  • მამედ არაზი ანდერძი, ლექსები თბ. საქართველო, 1984წ
  • ქოროღლი (აზერბაიჯანული ეპოსი), თბ., კავკასიური სახლი, 2003, ISBN 99928-71-34-2
  • საიათნოვა, ლექსები, თბ., კავკასიური სახლი, 2005.
  • ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი, თბ. უნივერსალი, 2010, ISBN 978-99941-17-064-5

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ღირსების ორდენი
    „ღირსების ორდენი“, 2001
  • ეღიშე ჩარენცის პრემია, 1986
  • ივანე მაჩაბელის პრემია, 1987
  • ლიტერატურული პრემია „საბა”, აზერბაიჯანული ხალხური ეპოსის „ქოროღლის“ თარგმანისათვის, 2004
  • ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია, 2008
  • პირველი პრემია „პოეზიის დღე-შოთაობა“[1], 2011
  • ლიტერატურული პრემია „საგურამო“[2], 2011
  • აკად. ზაჰიდ ხალილოვის პრემია, აზერბ. 2012წ.
  • კანთეღი (კანდელი), სომხ. 2012წ.

წოდებები

  • „ქართული კულტურის ამაგდარი“, თბილისის მერია, 2011
  • „ქართული კულტურის დესპანი“, საპატიო სიგელი, თბილისის მერია, 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]