კოტე ჯანდიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კოტე ჯანდიერი
Kote-jandiery.jpg
დაბ. თარიღი 23 მაისი 1958(1958-05-23) (61 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus კონკიას ღამე
მეუღლე ლეილა ჭიჭინაძე

კოტე (კონსტანტინე) ირაკლის ძე ჯანდიერი (დ. 23 მაისი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოტე ჯანდიერი დაიბადა 1958 წლის 23 მაისს.

მშობლები: რუსუდან გვარამია, ირაკლი ჯანდიერი.

მეუღლე – ლეილა ჭიჭინაძე (1955). შვილი – სოფიო (1989).

1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი.

ჰობი: მთაში და უცნობი ქალაქების ქუჩებში ხეტიალი, ახალი ნაცნობობანი.

გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978—1980 წლებში მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად.

1979—1990 წლებში – ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

1980 წელს – ვალეს ნახევრადძვირფასი ქვების პირველადი დამუშავების ფაბრიკის ქვის სათლელი საამქროს მუშა–ოპერატორი.

1989 - 1994 წ.წ. – კინოსტუდია "შემოქმედის" რედაქტორი.

იყო კინოკონცერნ "ქართული ფილმის" სამხატვრო საბჭოს წევრი, თსუ ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი 1995 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის განათლების პროგრამის კოორდინატორი 1999 წლიდან.

არის ავტორი სამი სამეცნიერო სტატიისა, ასევე წიგნის "ქართული ნაციონალური ბალეტი" თანაავტორი და რედაქტორი; ასევე, მწერალთა კლუბ "მეოცე საუკუნე" და საქართველოს ლუდის მოყვარულთა საზოგადოების წევრი.

კოტე ჯანდიერი მოთხრობა "განსხვავებული კალიბრის ვაზნა" შეტანილია გერმანიაში გამოქვეყნებული ქართული პროზის ანთოლოგიაში.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან" (მოთხრობები), რედ.: მანანა სანადირაძე; მხატვ.: გოგი წერეთელი; თბ.: "მერანი" – 1995 წ.
  • "ქართული ნაციონალური ბალეტი" (ილიკო სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) – იდეის ავტორი და შემდგენელი: ნინო სუხიშვილი; კოტე ჯანდიერის საერთო რედაქციით; ფოტო გურამ წიბახაშვილი და სხვ.; თარგმანი: ნ. ფორჩხიძე, თ. თოფურია; მხატვ.: ბაჩა მალაზონია. - თბ., 1996 (დაიბეჭდა სტამბოლში). - 136გვ. (ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე) - წიგნს ახლავს მინაწერი: "სუხიშვილების ოჯახისაგან".
  • "კონკიას ღამე" – გამომცემლობა "დიოგენე", 2010 წ. – ISBN 978-9941-11-079-5

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ცხელი ძაღლი" (სერიალი) სცენარის თანაავტორი ნუგზარ შატაიძესთან ერთად – ტელეკომპანია "იმედი", 2008–2009 წ.წ.

რადიოთეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მწერალთა კავშირის პრემია საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისათვის – 1992 წ.
  • ლიტერატურული პრემია "საბა" მოთხრობების კრებულისათვის "კონკიას ღამე" – 2010 წ.

მრწამსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"აუჩქარებლობა და ჰედონიზმი. ძველი აღთქმის პირველსავე გვერდზე აღწერილია აუჩქარებელი მოქმედების შესანიშნავი მაგალითი, როდესაც ყოვლსიშემძლე შემოქმედი არა მყისიერად, არამედ თანდათან, მხოლოდ მისთვის ცნობილი დრამატურგიის თანახმად ქმნის სამყაროს. აქ იმალება შემოქმედების უნივერსალური პრინციპი. იქვე ვხვდებით საოცარ ცნობას, რომ მეშვიდე დღეს ღმერთმა "დაისვენა ყოველი საქმისგან"... ეს ღვთაებრივი ჰედონიზმი გვათავისუფლებს წარსულისა და მომავლის ტირანიისაგან, გვიცავს ტემპორალობასთან დაკავშირებული უბედურებებისაგან და გვიმახვილებს ყოველი წამით უსასრულო ტკბობის უნარს", – წერს კოტე ჯანდიერი ენციკლოპედიურ ცნობარში "ვინ ვინაა, 1998–1999".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]