მაია სარიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაია სარიშვილი (დ. 29 დეკემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი პოეტი და პედაგოგი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი.

მაია სარიშვილმა დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.

მისი ნაწარმოებები იბეჭდება 1990 წლიდან. გამოცემული აქვს ლექსების ორი კრებული: „ცხადის გადაფარვა“ და „მიკროსკოპი“. საზოგადოებრივ რადიოარხზე დაიდგა მისი რადიოპიესები — „სამი ვედრო თოვლი“, „ძალიან ცუდი კაცი“, „ჭიამაიების ოჯახი“ და „კატა ისევ წვიმაში“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე. მუშაობს „ბაკურ სულაკაურის სკოლაში“ დაწყებითი კლასების მასწავლებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]