შინაარსზე გადასვლა

თამაზ ვასაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ ვასაძე (დ. 1957) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1982 წელს — თსუ–ის ასპირანტურა უახლესი (მე–20 საუკუნის) ქართული ლიტერატურის სპეციალობით. 1985 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ოთარ ჭილაძის პოეზია“. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 1984 წლიდან დღემდე მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. 1999–2005 წლებში იყო განათლების სისტემის რეფორმირების პროექტის („ილია ჭავჭავაძე“) კონსულტანტი. არის სამეცნიერო ნაშრომების, ლიტერატურულ–კრიტიკული სტატიების და ესეების ავტორი, რომლებიც წარმოდგენილია მის წიგნებში: „სახეები და პრობლემები“, „ფარული შინასამყარო“, „ორგვარი ცნობიერება“, „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული კონცეფცია“. შედგენილი აქვს „ქართული პროზის მცირე ანთოლოგია“, „მე–20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, კრებული „ქართველი მწერლების კომიკური და ტრაგიკომიკური მოთხრობები“, „ქართული კრიტიკის სასკოლო ქრესტომათია“ ორ ტომად. არის ქართული ენისა და ლიტერატურის მე–10, მე–11, მე–12 კლასების სახელმძღვანელოების ავტორი.

2008–2009 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — „გალას“ ჟიურის წევრი.

  • ქართული ლიტერატურა 10; „დიოგენე“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]