გოგი გვახარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოგი გვახარია
Gogi Gvakharia.jpg
დაბ. თარიღი 7 მარტი 1957(1957-03-07) (62 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
სამეცნიერო სფერო ჟურნალისტიკა და ხელოვნების ისტორია
მუშაობის ადგილი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
სამეცნიერო ხარისხი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ჯილდოები საბა

გიორგი (გოგი) გვახარია (დ. 7 მარტი, 1957, თბილისი) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, პუბლიცისტი და კრიტიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,[1] ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი გვახარია დაიბადა 1957 წლის 7 მარტს, თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.[1] 1980-1996 წლებში მუშაობდა ტელევიზიისა და რადიოს სახელმწიფო კომიტეტში.[2] 1983-1987 წელბში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1980 იანი წლების პირველ ნახევარში აირჩიეს საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრად. 2003-2011 წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 1997-2005 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ მიყავდა საავტორო გადაცემა „ფსიქო“; 1988-2014 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი — 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. იმავე წელს გახდა ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი კატეგორიაში საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა.[3]

გოგი გვახარიას 2006 წლიდან მიჰყავს რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი გადაცემა „წითელი ზონა“,. მისი პუბლიკაციები აქტიურად იბეჭდება რადიო თავისუფლების ქსელურ გვერდზე და ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“. იყო ამავე ჟურნალის დამატება „კინოს“ მთავარი რედაქტორი. გვახარიას ყოველწლიურად მიჰყავს რეპორტაჟი კანის კინოფესტივალიდან.[4]

გამოცემული აქვს ორი წიგნი: „ცრემლიანი სათვალე“ (2013) [5] და „კალატოზიშვილი (კალატოზოვი)“ (2019).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გოგი გვახარია. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
  2. გოგი გვახარიას მოკლე ბიოგრაფიული ცნობარი. ეროვნული ფილმოგრაფია. წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
  3. პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია. „ტაბულა“ (23 სექტემბერი, 2014). წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2019.
  4. გოგი გვახარიას ბიოგრაფია. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
  5. გოგი გვახარიას წიგნის პრეზენტაცია. Netgazeti.ge (19 ივლისი, 2013). წაკითხვის თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.