შოთა იათაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შოთა იათაშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1966, თბილისი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი და არტ-კრიტიკოსი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი 2005 წელს, წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა იათაშვილი დაიბადა 1966 წლის 2 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1988 წელს, 1990 წელს კი საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის კინოსარეჟისორო კურსები. 1989–1990 წლებში იყო 46-ე საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი; 1990–1991 წლებში კინოსტუდიის რეჟისორის ასისტენტი; 1992 წელს ტელეკომპანია „იბერვიზიის“ რეჟისორი. 1993 წელს გამოიცა მისი პოეტური დებიუტი „სიკვდილის ფრთები“. 1993–1997 წლებში მუშაობდა ლიტერატურული გაზეთების „რუბიკონის“ და „მესამე გზის“ რედაქტორად. 1994–1996 წლებში იყო თბილისის პერფორმანსის თეატრის რეჟისორი და მსახიობი; 1995–1997 წლებში გაზეთ „სერაფიმის თეატრის“ მთავარი რედაქტორი; 1997–2000 წლებში ჟურნალ „სტუდიის“ ლიტერატურული ნაწილის გამგე. 2003 წლიდან არის გამომცემლობა „კავკასიური სახლის“ რედაქტორი. ავტორია 8 პოეტური და მოთხრობების 3 კრებულისა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, რუმინულ, აზერბაიჯანულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, უკრაინულ, ესტონურ, ლატვიურ და ალბანურ ენებზე. მონაწილეობდა საერთაშორისო პოეტურ ფესტივალებში: ORIENT-OCCIDENT (კურტ-დე არჯესი, რუმუნეთი, 2006), EST-QUEST (დი, საფრანგეთი 2006), Poetry International (როტერდამი, 2007), V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009), SOTZIA (ტალინი, 2008), „პოეზიის დღეები“ (რიგა, 2008), Киевские лавры (კიევი, 2009) და სხვა. ქართულად თარგმნა სიუზან სონტაგისა და ამერიკელი პოეტების შემოქმედება.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 — ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო კრიტიკა (ლიტ. კრიტ. ნაშრომისათვის „დალაგება“, 2010)
  • 2009 — საერთაშორისო პრემია „Киевские лавры“;
  • 2007 — ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო პოეტური კრებული.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სანამ დროა : ლექსები (ავტორი). — თბილისი, სიესტა, 2006. — 92გვ. — ISBN 99940-881-0-6
  • ფოტომამები : მოთხრობები (ავტორი). — თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2005. — 175გვ. — ISBN: 99940-30-46-9
  • ფანქარი ცაში : ლექსები (ავტორი). — თბილისი, კავკასიური სახლი, 2004. — 239გვ. — ISBN: 99928-71-53-9
  • ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი : მოთხრობები (ავტორი). — თბილისი, კავკასიური სახლი, 2000. — 76გვ.
  • კონტრაჟური : მოთხრობები (ავტორი). — თბილისი, მერანი, 1998. — 176გვ.
  • საღეჭი რეზინა : ლექსები (ავტორი). — თბილისი, წიგნი, 1994. — 48გვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]