ხათუნა ცხადაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხათუნა ცხადაძე
Khatuna Tskhadadze, 2013.jpg
დაბ. თარიღი 3 მაისი 1973(1973-05-03) (46 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
საქმიანობა მთარგმნელი, მწერალი და ლექტორი
ენა იტალიური ენა, ინგლისური ენა და რუსული ენა
მოქალაქეობა Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები გალა და საბა

ხათუნა ცხადაძე (დ. 3 მაისი, 1973, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხათუნა ცხადაძე დაიბადა თბილისში 1973 წლის 3 მაისს.

1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით.

1997 წელს ჟურნალ „ცისკრში“ დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ტონინო გუერას მინიატურები, იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები[1]. ამას მოჰყვა ალესანდრო ბარიკოს „ნოვეჩენტო: მონოლოგი“ და სხვა მოთხრობები.

„ვარდის სახელზე“ მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ხუთი წელიწადს თარგმნიდა. შემდეგ მთარგმნელმა გააგრძელა უმბერტო ეკოს წიგნების თარგმნა.

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოეტმა და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ ასე შეაფასა უმბერტო ეკოს რომანების ხათუნა ცხადაძისეული თარგმანები:

ვიკიციტატა
„ერთმა მეგობარმა გონებამახვილურად შენიშნა: „სამწუხაროა, რომ ეკომ ქართული არ იცის და ხათუნა ცხადაძის თარგმანების წაკითხვის სიამოვნება არ გააჩნიაო“. ბატონი უმბერტოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ, ვინც იტალიური არ ვიცით, თუმცა მშობლიურ ენაზე წაკითხულის შეფასება და იქიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია, წარმოუდგენელია, არ აღგვაფრთოვანებდეს ხათუნა ცხადაძის კონგენიალურ თარგანებში აღმოჩენილი და დანახული ეს დიდებული მწერალი..[3]

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]