დავით გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით გაბუნია
Davit Gabunia 8319.jpg
დაბ. თარიღი 12 აპრილი 1982(1982-04-12) (36 წელი)
დაბ. ადგილი ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
Magnum opus რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება

დავით გაბუნია (დ. 12 აპრილი, 1982, ფოთი) — ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით გაბუნია დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს ფოთში.

2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები.

2008 წელს დავით გაბუნიას პიესამ „ჩემი საქორწინო კაბა“ გაიმარჯვა ფესტივალზე ARDIfest (სამეფო უბნის თეატრი).

2010 წელს გაიარა სტაჟირება ლონდონის ნაციონალურ თეატრში.

მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სხვისი შვილები, საპნის ოპუსი (ორი პიესა) თბ., გამომცემლობა სიესტა, 2010, ISBN 978-9941-414-48-0
  • პიესები, თბ., გამომცემლობა დიოგენე, 2013, ISBN 978-9941-11-446-5

თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავგუსტ სტრინდბერგი - რომანი და პიესები, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013, ISBN 978-9941-15-778-3

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სხვისი შვილები — სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2008
  • საპნის ოპუსი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012
  • ტროელი ქალები — სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2013
  • ბეჩავი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2014

თარგმნილი და დადგმული პიესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრმა ფერი — პენელოპა სკინერი, სამეფო უბნის თეატრი , რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2011
  • კატცელმახერი — რაინერ ვერნერ ფასბინდერი, სამეფო უბნის თეატრი რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012
  • ფრეკენ ჟული — აუგუსტ სტრინდბერგი, სამეფო უბნის თეატრი , რეჟისორი დათა თავაძე, 2012
  • ანტიგონესოფოკლე, მუსკომედიის თეატრი , რეჟისორი პაატა ციკოლია, 2013
  • მოჩვენებებიჰენრიკ იბსენი, მუსკომედიის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2013
  • დორიან გრეის პორტრეტიოსკარ უაილდი, მუსკომედიის თეატრი, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2014

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012 — თუმანიშვილის ფონდის კონკურსის „ახალი ქართული პიესა-2012“ გამარჯვებული; პიესისათვის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
  • 2012 — მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის გამარჯვებული; პიესისათვის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
  • 2012 — დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა“; ბათუმის თეატრში დადგმული პიესისათვის „საპნის ოპუსი“
  • 2013 — დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა“; ფოთის თეატრში დადგმული პიესისათვის HOLLAND HOLLAND

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]