გიორგი ეკიზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ეკიზაშვილი
დაბადების თარიღი 13 მარტი, 1943(1943-03-13) (81 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, პოეტი, პედაგოგი და ფილოლოგი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები პრემია „საბა“ და ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი (დ. 13 მარტი, 1943, ბათუმი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

1964 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტთან არსებულ საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, პიერ პეჟუს, მიშელ უელბეკის, ანდრე მორუას, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, ნატალი საროტის, სამუელ ბეკეტის და სხვათა ნაწარმოებები. გამოქვეყნებული აქვს ლექსების ორი კრებული: „ტრამალები“ (2002) და „ბილიკები“ (2006); ნოველების ორი კრებული ფრანგულ ენაზე: „თოვლი“ და „კითხვა“ (2003).

2009 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“, წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში.

2001 წელს მიიღო საფრანგეთის სახელმწიფო ორდენი — „აკადემიური პალმის ოფიცერი“, ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]