ოქროსქედი (მრავალმნიშვნელოვანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოქროსქედი — ისტორიული სოფელი გურიაში, რომელიც შედიოდა ასკანის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში იდგა ქვით ნაგები მთავარანგელოზთა ეკლესია, რომლის სამრევლო 1828 წლისთვის შეადგენდა 55 კომლს.[1] 1811 წელს ოქროსქედის ეკლესიაში დაიფიცა მამია V გურიელმა რუსეთის იმპერიის ერთგულება და შეუერთა გურის სამთავრო რუსეთის იმპერიას. 1930 წელს საბჭოთა ადმინისტრაციული რეფორმის დროს სოფელი სამ ნაწილად გაიყო: ჩრდილოეთ ნაწილი შევიდა მთისპირის სასოფლო საბჭოში, შუა ნაწილი შევიდა ბახვის სასოფლო საბჭოში, ხოლო სამხრეთ ნაწილს ეწოდა მშვიდობაური.

დღეისთვის ოქროსქედი შეიძლება აღნიშნავდეს:

  • ოქროსქედი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემში
  • ოქროსქედი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მთისპირის თემში

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 706
1911[3] Increase2.svg 1207

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროსქედში დაიბადნენ: არტემ კვაჭანტირაძე, კომპოზიტორი, სახალხო მომღერლები: სამუელ და ილარიონ ჩავლეიშვილები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 71 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
  2. Кавказский календарь на 1910 год
  3. Кавказский календарь на 1912 год