მურად IV

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურად IV

მურად IV (ოსმ. مراد رابع - Murâd-ı râbi‘, თურქ. Dördüncü Murat) (16 ივნისი, 16129 თებერვალი, 1640) — ოსმალეთის იმპერიის მე-17 სულთანი 1623-1640)

მურად IV ტახტზე 11 წლის ასაკში ავიდა გადატრიალების შედეგად, რომლითაც მისი ბიძა მუსტაფა I ჩამოაგდეს ტახტიდან. ფაქტობრივი მმართველობა მისი დედის კიოსემის ხელში აღმოჩნდა. ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების გამო დასავლეთ ანატოლიაში, ბაღდადში, ლიბანში, ყირიმსა და იემენში აჯანყებები დაიწყო. ხელსაყრელი მომენტით ისარგებლა სპარსეთის შაჰ აბას I-მა და არაბული ერაყი და ბაღდადი დაიპყრო (1624).

1632 წლიდან მურადმა შეძლო დედის მფარველობისგან თავის დაღწევა და ნელ-ნელა ახერხებს იმპერიაზე კონტროლის აღდგენას, უკიდურესად სასტიკი მეთოდებით. მისი პირადი მითითებით სხვადასხვა მონაცემებით 25 ათასამდე ადამიანი იქნა საკვდილით დასჯილი, მათ შორის მისი ძმებიც.

1634 წელს მურადმა განაახლა ირანთან ომი. ბაღდადის სპარსელებისგან გაწმენდა მან 1638 წელს მოახერხა. 1639 წლის ქასრ-ი-შირინის შეთანხმებით ბაღდადი და არაბული ერაყი ოსმალეთის იმპერიის მფლობელობაში დარჩა.

მურად IV გარდაიცვალა 1640 წელს. ტახტის მემკვიდრე მისი ძმა იბრაჰიმ I გახდა.