მოსული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალაქი
მოსული
არაბ. الموصل
Tigris river Mosul.jpg
მდინარე ტიგროსი და მასზე არსებული ხიდი.
ქვეყანა ერაყის დროშა ერაყი
კოორდინატები 36°34′00″ ჩ. გ. 43°13′00″ ა. გ. / 36.56667° ჩ. გ. 43.21667° ა. გ. / 36.56667; 43.21667
პირველი ხსენება 700
ფართობი 180 კმ²
ცენტრის სიმაღლე 223 მეტრი
ოფიციალური ენა არაბული
მოსახლეობა 2 500 000 კაცი (2008)
ეროვნული შემადგენლობა არაბები
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 60
Irac location map.svg
Irac location map.svg

მოსული (არაბ. الموصل) — ქალაქი ერაყში, ბაღდადიდან დაახლოებით 400 კილომეტრში. მდებარეობს მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი ნაინავის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრია და 2008 წლის მონაცემებით აქ 2 500 000 ადამიანი ცხოვრობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი წყაროს მიხედვით მოსული ძველი ნინევიის გარეუბანი იყო. 641 წელს დაიპყრეს არაბებმა. X-XII საუკუნეებში იყო სხვადასხვა ფეოდალური სახელმწიფოს ცენტრი. 1261 წელს დაარბიეს მონღოლებმა. XVI-XX საუკუნეებში იყო ოსმალეთის იმპერიაში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიკავა გაერთიანებულმა სამეფომ. 1920 წლიდან შევიდა ერაყის შემადგენლობაში. 2014 წელს ოკუპირებული იქნა ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს მიერ. თუმცა ქალაქზე ძალაუფლება ხშირად იცვლება. ბოლო ხანებში ისლამური სახელმწიფოს მიერ იდევნებიან რელიგიური უმცირესობებები. განსაკუთრებით კი შიიტები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]