შინაარსზე გადასვლა

იბრაჰიმ I (ოსმალეთის იმპერია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბრაჰიმ I
ابراهيم اول‎
ოსმალეთის მე-18 სულთანი
მმართ. დასაწყისი: 9 თებერვალი, 1640
მმართ. დასასრული: 12 აგვისტო, 1648
წინამორბედი: მურად IV
მემკვიდრე: მეჰმედ IV
სხვა წოდებები: ისლამის ხალიფა
რეგენტი: ქიოსემ სულთანი
(16401647)
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ნოემბერი, 1615
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 18 აგვისტო, 1648
გარდ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
შვილები: მეჰმედ IV
სულეიმან II
აჰმედ II
შეჰზადე მურადი
შეჰზადე სელიმი
შეჰზადე ოსმანი
შეჰზადე ბაიაზიდი
შეჰზადე ჯიჰანგირი
შეჰზადე ორჰანი
უმუგულსუმ სულთანი
ფატმა სულთანი
გევჰერჰან სულთანი
ქაია სულთანი
ბეიჰან სულთანი
ათიქე სულთანი
აიშე სულთანი
ბიჯან სულთანი
დინასტია: ოსმანები
მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი
რელიგია: ისლამი
ხელმოწერა:

იბრაჰიმ I (ოსმ. ابراهيم اول‎; თურქ. Birinci İbrahim; დ. 5 ნოემბერი 1615 — გ. 18 აგვისტო 1648) — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1640 - 1648 წლებში. იგი იყო ქიოსემ სულთნისა და სულთან აჰმედ I-ის უმცროსი ვაჟი. მოგვიანებით მას მოიხსენიებდნენ როგორც გიჟ იბრაჰიმს, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო.[1]

იბრაჰიმი დაიბადა 1615 წლის 5 ნოემბერს სტამბოლში. იგი იყო ოსმალეთის სულთნის აჰმედ I-ისა და მისი კანონიერი მეუღლის ქიოსემ სულთნის უმცროსი ვაჟი. იბრაჰიმი 2 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა მისი მამა სულთან აჰმედი და მისი ბიძა მუსტაფა I ავიდა ტახტზე. ამის გამო ქიოსემი იძლებული გახდა მის შვილებთან ერთად ძველ სასახლეში წასულიყო. როდესაც ტახტზე მისი უფროსი ძმა მურად IV ავიდა, იბრაჰიმი მისი ბრძანებით სასახლეში გამოკეტეს, რამაც იმოქმედა მის ფსიქიკაზე. მისი ძმის სიკვდილის შემდეგ, როგორც ტახტის ერთადერთი მემკვიდრე, იბრაჰიმი ოსმალეთის მე-18 სულთანი გახდა.

სულთნობის ადრეული წლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ძმის, სულთან მურადის სიკვდილამდე, იბრაჰიმმა მთელი ცხოვრება სასახლის ერთ ოთახში გამოკეტილმა გაატარა. მისი სამი ძმა, სულთან მურადის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. ამის გამო იბრაჰიმი მუდმივ შიშსა და ტერორში ცხოვრობდა, ყოველ წუთს სიკვდილს ელოდებოდა. იგი მხოლოდ ქიოსემის, მისი დედის ინტერესების გამო დარჩა ცოცხალი.[2] მაგრამ, ბოლო დროს გავრცელებული მოსაზრებით, სიკვდილის წინ მურადმა იბრაჰიმის მოკვლა ბრძანა, თუმცა ბრძანება არ შესრულებულა. მურადის სიკვდილის შემდეგ, ქიოსემისა და დიდი ვეზირის ქემანქეშ მუსტაფა-ფაშას დიდი მცდელობის შემდეგ, ტახტზე იბრაჰიმი ავიდა. მუსტაფა-ფაშამ დიდი ვეზირის წოდება მომდევნო ოთხ წელს შეინარჩუნა. 1642 წლის 5 მარტს დამყარდა მშვიდობა ავსტრიასთან. ამავე წელს ოსმალეთმა დაიბრუნა აზოვი, რომელიც კაზაკებს ჰქონდათ მიტაცებული. ქარა-მუსტაფამ ასევე გაატარა ეკონომიკური რეფორმა, რამაც დაასტაბილურა მაშინდელი ეკონომიკა. ამავე წლებში, მიუხედავად მისი მდგომარეობისა, იბრაჰიმმა გამოთქვა სახელმწიფოს მართვის სურვილი, რაზეც მიუთითებს მისი პირადი წერილები მუსტაფა ფაშასთან.[3] ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იბრაჰიმი კარგად აღზრდილი და განათლებული პიროვნება იყო. იგი ასევე ხშირად სტუმრობდა სტამბოლის ბაზრებსა და დუქნებს, ისმენდა ხალხის პრობლემებს და დიდ ვეზირს მათ მოგვარებას ავალებდა.[4]

დაკნინება და კრიზისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმს ხშირად აწუხებდა თავის ტკივილები, რაც გამოწვეული იყო წინა წლებში მიღებული ტრამვისგან. იყო ფიზიკურად სუსტი. რადგანაც იგი იყო დინასტიის ერთადერთი გადარჩენილი წარმომადგენელი, ქიოსემ სულთანმა იგი ჰარემითა და ქალებით დააინტერესა. მალე მას ეყოლა 3 შეჰზადე: მეჰმედი, სულეიმანი და აჰმედი, რომლებიც მომავალში ოსმალეთის იმპერიის სულთნები გახდნენ. მალე იბრაჰიმი ჰარემის ქალბატონების გავლენის ქვეშ მოექცა. მასზე დიდი გავლენა ჰქონდათ მის რჩეულ ქალბატონს-შექერფარე ხათუნსა და შარლატან ჯინჯი ხოჯას, რომელიც ირწმუნებოდა რომ იბრაჰიმს ფსიქიკური დაავადებებისგან განკურნავდა. მოგვიანებით,მომხრეებთან ერთად, სილაჰდარ იუსუფ არამ და სულთანზადე მეჰმედ ფაშამ შეძლეს ქრთამებისა და კორუფციის მეშვეობთ გამდიდრება ,რამაც საშუალება მისცათ მოეშორებინათ დიდი ვეზირი ქემანქეშ-მუსტაფა ფაშა. საბოლოოდ, მუსტაფა ფაშა მათმა ინტრიგებმა შეიწირა. ჯინჯი ხოჯა ანატოლიის უმაღლესი მსაჯული გახდა, იუსუფ აღა კაპუდან-ფაშად დანიშნეს, ხოლო სულთანზადე მეჰმედ ფაშამ დიდი ვეზირის ტიტული მიიღო. 1644 წელს მალტელმა მეზღვაურებმა დაატყვევეს ოსმალეთის გემი, რომელსაც პილიგრიმები გადაყავდა მექაში .ამის შემდეგ, მეკობრეები კუნძულ კრეტაზე შეიჭრნენ და კუნძული დაიკავეს. სულთანზადე მეჰმედ ფაშამ ყველაფერი იღონა რათა დაეთანხმებინა იბრაჰიმი კუნძულის ოკუპაციაზე. ამის გამო დაიწყო ომი ვენეციასთან რომელიც 24 წელი გაგრძელდა, ხოლო კუნძული კრეტა საბოლოოდ ოსმალეთის მფლობელობაში 1669 წელს აღმოჩნდა. ამ დროის განმავლობაში არც იბრაჰიმის ქცევები ხდებოდა შეუმჩნეველი. მან თავის 8 რჩეულ ხარჭას ჰასეკი სულთნის წოდება მიანიჭა და საჩუქრად უამრავი ოქრო და მიწები დაურიგა. როდესაც მან ლეგალურად იქორწინა თელი ჰუმაშაჰ ჰასეკი სულთანზე, იბრაჰიმმა მას პარგელი იბრაჰიმ-ფაშას სასახლე აჩუქა და ბრძანა მთელ სასახლეში ძვირფასი ბეწვეული დაეგოთ.

ტახტიდან ჩამოგდება და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იბრაჰიმის ახირებებები მალე მთელ ქვეყანას ტვირთად დააწვა, რამაც ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. 1647 წელს, დიდმა ვეზირმა სალიჰ ფაშამ, ქიოსემ სულთანმა და შეიჰულისლამ აბდურრაჰიმ ეფენდიმ დაგეგმეს იბრაჰიმის ტახტიდან ჩამოგდება და ტახტზე მისი ერთ-ერთი შვილის აყვანა. გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა. სალიჰ ფაშა სიკვდილით დასაჯეს, ქიოსემ სულთანი ძველ სასახლეში გააძევეს. მომდევნო წელს იანიჩრები და ულემას წარმომადგენლები იბრაჰიმს აუჯანყდნენ. 1648 წლის 8 აგვისტოს აჯანყებულებმა მექრთამე დიდი ვეზირი აჰმედ ფაშა შეიპყრეს, დაახრჩვეს და ნაწილებად აკუწეს. ამავე დღეს, იბრაჰიმი ტახტიდან ჩამოაგდეს და სასახლეში გამოკეტეს. ტახტზე იბრაჰიმის 6 წლის ვაჟი მეჰმედი ავიდა. ახალმა დიდმა ვეზირმა - სოფუ მეჰმედ ფაშამ, შეიჰულისლამს იბრაჰიმის სიკვდილით დასჯის ნება სთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო: „თუ ქვეყანას ორი ხალიფა ჰყავს, ერთ-ერთი უნდა მოკვდეს!“ ქიოსემმაც იბრაჰიმის სიკვდილზე თანხმობა განაცხადა. იბრაჰიმის მოსაკლავად ორი ჯალათი გაგზავნეს. იბრაჰიმ I დააახრჩვეს 1648 წლის 18 აგვისტოს. იგი ოსმალეთის ისტორიაში მეორე სულთანი იყო, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.

არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ იბრაჰიმმა ერთხელ ბრძანა მის ჰარემში მყოფი 280 ქალის ბოსფორში გადაყრა. მათგან ერთ-ერთი გადარჩა. ეს ქალი იყო თურჰან ჰატიჯე სულთანი, რომელმაც 3 წლის შემდეგ ქიოსემის მოკვლის ბრძანება გასცა.

იბრაჰიმის ჰასეკი სულთნები გასამრჯელოდ დღეში 1,000 აქჩეს იღებდნენ, გარდა სალიჰა დილაშუბ სულთნისა რომელიც დღეში 1,300 აქჩეს იღებდა. მისი ჰასეკი სულთნები იყვნენ:

  • ჰიუმა შაჰ სულთანი, ჩერქეზი პრინცესა, იბრაჰიმის ერთადერთი კანონიერი ცოლი.
  • თურჰან ჰატიჯე სულთანი, წარმოშობით რუსი ან უკრაინელი.
  • სალიჰა დილაშუბ სულთანი, წარმოშობით ხორვატი ან ბოსნიელი.
  • ჰატიჯე მუაზეზ სულთანი, წარმოშობით ებრაელი.
  • ლეილა საჩბაალი სულთანი, წარმოშობით ჩერქეზი.
  • აიშე სულთანი, წარმოშობით ყირიმელი თათარი.
  • მაჰიენვერ სულთანი, წარმოშობით ალბანელი.
  • შივექარ სულთანი, სომეხი მუსულმანი ქალბატონი რომელიც სტამბოლში ცხოვრობდა.
  • ჰუბიარ ხათუნი, ფადიშაჰის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა იბრაჰიმ ფაშას ვაჟზე, მუსტაფა ჩავუშზე
  • პოლიე ხათუნი
  • საქიზულა ხათუნი
  • შექერფარე ხათუნი (გარდაიცვალა 164
  • ზაფირე სულთანი
  • შეიჰულისლამ აჰმედ მუიდ ეფენდის ქალიშვილი
  • უმუგულსუმ სულთანი(1642-1655) , სალიჰა დილაშუბ სულთნისგან; დაქორწინებული იყო მირაჰურ აბაზა აჰმედ ფაშაზე
  • ფატმა სულთანი(1642-1682), ჰატიჯე მუაზეზ სულთნისგან; დაქორწინებული იყო ორჯერ:
  • პირველად სილაჰდარ იუსუფ-ფაშაზე,
  • მეორედ ფაზილ ფაშაზე
  • გევჰერჰან სულთანი(1642-1694)დაქორწინდა 3-ჯერ:
    • პირველად 1646 წელს,დამად ჯაფერ ფაშაზე
    • მეორედ 1660 წელს,ჩავუშზადე მეჰმედ ფაშაზე
    • მესამედ 1692 წელს ფალაბიიქ იუსუფ ფაშაზე
  • ქაია სულთანი(1642-?), მაჰიენვერ სულთნისგან; დაქორწინდა 1647 წელს ჰაიდარაღაზადე მეჰმედ ფაშაზე
  • ბეიჰან სულთანი(1645-1701)დაქორწინდა 3-ჯერ:
  • პირველად ქუჩუქ ჰასან ფაშაზე,
    • მეორედ ჰეზარფარე აჰმედ ფაშაზე
    • მესამედ ბიიქლი ბოზოქლუ მუსტაფა ფაშაზე
  • ათიკე სულთანი(1646-1686), საჩბაღლი სულთნისგან; დაქორწინებული იყო სამჯერ:
  • პირველად ჯაფერ ფაშაზე
  • მეორედ თოფალ ქენან ფაშაზე
  • მესამედ შეჰიდ ისმაილ ფაშაზე
  • აიშე სულთანი(1646-?), სალიჰა დილაშუბ სულთნისგან; დაქორწინდა 1655 წელს იბშირ მუსტაფა ფაშაზე
  • ბიჯან სულთანი(1648-1675), საჩბაღლი სულთნისგან
  • სახელი უცნობია, დაქორწინდა 1666 წელს ჯერაჰ ქასიმ ფაშაზე

2010 წლის ფილმში მაჰფეიქერში, იბრაჰიმ I-ის როლს ასახავს თურქი მსახიობი სერთაჩ ექიჩი. 2015 წელს დაწყებულ თურქულ ისტორიულ ტელესერიალში დიდებულ საუკუნე: ქიოსემში უფლისწულ იბრაჰიმის როლს განასახიერებს თურქი მსახიობი რიდვან აიბარს დუზეი, ხოლო სულთანი იბრაჰიმის როლს თუგაი მერჯანი.

  • Sakaoğlu, Necdet (1999). Bu Mülkün Sultanları. İstanbul: Oğlak Yayınları. ISBN 875-329-299-6. say.255-269
  • Kinross, Lord (1977). The Ottoman Centuries. İstanbul: Sander Kitabevi. ISBN 0-224-01379-8.
  1. Lucienne Thys-Senocak, Ottoman Women Builders. Aldershot: Ashgate, 2006. Page 24
  2. Baysun, M. Cavid (2012). Kösem Wālide or Kösem Sulṭān. Brill Online. ციტირების თარიღი: 10 July 2012. 
  3. Gökbilgin, M. Tayyib (2012). Ibrāhīm. Brill Online. ციტირების თარიღი: July 10, 2012. 
  4. Börekçi, Günhan. "Ibrahim I." Encyclopedia of the Ottoman Empire. Ed. Gábor Ágoston and Bruce Masters. New York: Facts on File, 2009. p.263.