ფატმა სულთანი (აჰმედ I-ის ქალიშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფატმა სულთანი
დაბ. თარიღი 1606
ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1670
ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) ქარა მუსტაფა ფაშა
(13 ივლისი 1626 - 25 დეკემბერი 1628)
ჩათალჯალი ჰასან ფაშა
(1629 - 1631)
ქანბურ მუსტაფა ფაშა
(1632 - 2 ივლისი 1636)
ხოჯა იუსუფ ფაშა
(? - 1637)
მაქსუდ ფაშა
(? - სექტემბერი 1644)
მელექ აჰმედ ფაშა
(6 აპრილი 1662 - 1 სექტემბერი 1662)
აღა მუსტაფა ფაშა
(აპრილი 1663 -1665/1666)
მშობლები მამა: აჰმედ I
დედა: ქიოსემ სულთანი

ფატმა სულთანი (1605/1606-1667) — ოსმალეთის მმართველის აჰმედ I-სა (1603-1617) და ქიოსემ სულთნის ქალიშვილი, მურად IV-ისა (1623-1640) და იბრაჰიმ I-ის (1640-1648) და. სულთან მეჰმედ IV-ს მამიდა (1648-1687). უმეტესწილად ცნობილია მრავალი პოლიტიკური ქორწინების გამო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დაბადების წლად სახელდება 1605 ან 1606 წელი. ოსამლეთის მმართველების ქალიშვილები ჩვეულებრივ ქორწინდებოდნენ გავლენიან ოსმალო პირებზე. უმეტესად ეს იდეა მათ დედებს ან ბებიებს ეკუთვნოდათ და ქორწინებების უმეტესობა პოლიტიკური ხასიათის იყო. მათ ქორწინების პრივილეგია ჰქონდათ, რომელიც სხვა მუსლიმ ქალებს ეკრძალებოდათ: განქორწინება მათ ნებაზე ხდებოდა, კაცს არ ჰქონდა უფლება სულთნის მეუღლეობაზე უარი ეთქვა, მათი განქორწინება ხდებოდა მაშინ თუ იმპერიის მმართველი დართავდა ნებას. 

ფატმა სულთანი და მისი და, აიშე სულთანი, ამის უკიდურესი მაგალითები არიან: ისინი სულ მცირე 6-7-ჯერ იყვნენ დაქორწინებულები და მათი უკანასკნელი ქორწინება მოხდა 61 და 50 წლის ასაკში.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი 1624 წელს დაქორწინდა ჩათალჯალ ჯასან ფაშაზე (გარდ.1631წ.). იგი პირველ მეუღლეს 1626 წელს გაშორდა. მეორედ 1628 წელს ქარა მუსტაფა ფაშაზე დაქორწინდა (გარდ.1628წ.) მუსტაფა ფაშა დასაჯა ფატმას 16 წლის ძმამ -მურად IV-მ „ღვთის კანონწინააღმდეგ მოქმედებისთვის“[1]

მისი მრავალი ქორწინებიდან აღსანიშნავია მელექ აჰმედ ფაშაზე ქორწინება, რომელმაც 1644 წელს ფატმა სულთნის ძმის შვილიშვილზე იქორწინა[2][3]

1665 წელს იგი დაქორწინდა ქანბურ მუსტაფა ფაშაზე, 1667 წელს ფატმა სულთანი უკანასკნელად დაქორწინდა ქიოზბექჩი იუსუფ ფაშაზე.

კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის ტელესერიალ „დიდებულ საუკუნე : ქიოსემ სულთანში“, პატარა ფატმას განასახიერებს თურქი მსახიობი ბალიმ გაიებაირაქი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1789) Accounts and Extracts of the Manuscripts in the Library of the King of France. R. Faulder, გვ. 51. „The sultan Morad put him to death in the year 1037 [AH], for some action which was contrary to the law of God.“ 
  2. (1789) Accounts and Extracts of the Manuscripts in the Library of the King of France. R. Faulder, გვ. 46. 
  3. Evliya Çelebi (1 January 1991). The Intimate Life of an Ottoman Statesman, Melek Ahmed Pasha (1588-1662): As Portrayed in Evliya Celebi's Book of Travels (Seyahat-name). SUNY Press, გვ. 265. ISBN 978-0-7914-0640-3.