ლაბაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაბაძეების საგვარეულო გერბი

ლაბაძე — იმერული წარმოშობის ქართული გვარი, მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ლაბა, გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. საქართველოში სიდიდით 90-ე გვარია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, ბუნებრივია ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.

ისტორიულ საბუთებში აღნიშნული გვარის წარმომადგენელი - სვიმონ ლაბაძე - მოიხსენიება XI საუკუნის კაცხის ტაძრის წარწერაში[1][2]. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა მოიხსენიება 1680 წლის ახლოს, ისტორიულ წყაროში[3].

ბერი, დათუნა და ივანე ლაბაძეები იხსენიებიან 1709-1744 წ. ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, რომელსაც ზურაბ აბაშიძე აძლევს ბერ წერეთელს.[4]

1914-1918 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე ტრაპიზონში მოქმედებდა „საქართველოს განთავისუფლების ლაზეთის კომიტეტი“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ყოფილი სამხედრო ტყვეები ძმები სიმონ და ივანე ლაბაძეები[5].

ლაბაძეების კვალი ქართულ ემიგრაციაშიც ჩანს. ლევილის ქართულ სასაფლაოზე 771-ე საფლავის ქვაზე წარწერაა, რომ აქ განისვენებს ლაბაძე ვასო (1903-1977).[6], რომელიც უნდა იყოს უშიშროების არქივში წლების მიხედვით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში გამავალ პირთა სიაში მოხსენიებული, 1924 წელს დაპატიმრებული ლაბაძე ვასილი იოსების ძე[7].

სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის N 4893-2113 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ-დან ყაზახეთის სსრ-ში გადასახლებულ პირთა სიაში ჩამოთვლილია 23 ლაბაძე. მათ შორის 15 კაცი და 8 ქალი.[8]

საცხოვრებელი ადგილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 4211 ლაბაძე[9]. მათ შორის:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. მაისურაძე, ქართული გვარ-სახელები, თბ. 1990
  • ი. ახუაშვილი, ქართული გვარ-სახელები, მასალები ქართული გვარების ისტორიისათვის, ტ. II, თბ. 2005
  • ა. სილაგაძე, ა. თოთაძე, გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ი.ახუაშვილი, ქართული გვარსახელები, თბ. 2005 წ. გვ. 474
  2. ი. მაისურაძე, ქართული გვარ-სახელები, თბ. 1990 წ. გვ. 94
  3. ჟურნალი თბილისელები 12-02-2009
  4. დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან XV-XVIII სს. ტ. I, ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ. 1940 წ. გვ. 444
  5. ზურაბ ბათიაშვილი, ”ქართველთა დიასპორა ტრაპიზონში პირველი მსოფლიო ომის დროს”, თბილისი 2008 წელი
  6. საფრანგეთში მყოფი ქართული სათვისტომოს საიტი
  7. უშიშროების არქივში წლების მიხედვით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში გამავალ პირთა სია. 1924 წელი
  8. სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის #4893-2113 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ-დან ყაზახეთის სსრ-ში 1951 წელს სპეცგადასახლებულ პირთა სია
  9. სამოქალაქო რეესტრი – სახელებისა და გვარების სტატისტიკა