ვერტყვილა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ვერტყვილა | |
|
ვერტყვილის წმინდა გიორგის ეკლესია | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ხუნევი |
| კოორდინატები | 42°06′38″ ჩ. გ. 43°19′14″ ა. გ. / 42.11056° ჩ. გ. 43.32056° ა. გ. |
| პირველი ხსენება | XVII საუკუნე |
| ცენტრის სიმაღლე | 410 მ |
| მოსახლეობა | 285[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ვერტყვილა — სოფელი საქართველოში (იმერეთის მხარე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე ძირულის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 410 მ-ზე, ხარაგაულიდან 38 კმ-ის დაშორებით.
ვერტყვილა წყაროებში იხსენიება XVII საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII საუკუნე) მიხედვით, „უწოდებენ ვერტყვილიდამ ნადაბურამდე ჴეფინის-ჴევსა... ხოლო ვერტყვილას და ამაშუკეთს შუა არს მცირე მთა, მისრული კოლბეურის მთამდე, და ესე არს საზღვარი ქართლ-იმერთა აწინდელი“.
სოფლის სასაფლაოზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია.[2][3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 285 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 476 | 232 | 244 |
| 2014[1] | 148 | 137 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ბერაძე თ., ხეფინის ხევი გვიანფეოდალურ ხანაში, „ძეგლის მეგობარი“, 1976-77, №43-44. — გვ. 35.
- ↑ ვეფხვაძე ი., ვერტყვილის წმინდა გიორგის ეკლესია, ხარაგაული, ქუთ., 2010. — გვ. 112.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II