ნადაბური (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ნადაბური | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ნადაბური |
| კოორდინატები | 42°07′28″ ჩ. გ. 43°25′40″ ა. გ. / 42.12444° ჩ. გ. 43.42778° ა. გ. |
| პირველი ხსენება | 1628 |
| ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
| მოსახლეობა | 369[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ნადაბური — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დიდი გოლისი, პატარა გოლისი). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 760 მეტრი. ხარაგაულიდან 53 კილომეტრი. წყაროებში მოხსენიებულია 1628 წელს. სოფელში შემორჩენილია კოშკი. მოქმედებს ბიბლიოთეკა.[2]
საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის აგვისტოს ბრძანებულებებით ხარაგაულის რაიონის ხევის სასოფლო საბჭოს გამოეყო სოფლები: დიდი გოლისი, ნადაბური, პატარა გოლისი და მათ ბაზაზე შეიქმნა ნადაბურის სასოფლო საბჭო ცენტრით სოფელ ნადაბურში.[3]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 369 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 212 | 104 | 108 |
| 2014[1] | 184 | 185 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 285.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N8 (601), გვ. 81, თბ., 1990 წ. ISSN 0203-2023
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II