ლაშე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ლაშე | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლაშე |
კოორდინატები | 42°03′28″ ჩ. გ. 43°10′32″ ა. გ. / 42.05778° ჩ. გ. 43.17556° ა. გ. |
პირველი ხსენება | XVI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 360 მ |
მოსახლეობა | 395[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ლაშე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი). მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან 360 მეტრი. ხარაგაულიდან 5 კილომეტრი. სოფელში დგას ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 452 | 213 | 239 |
2014[1] | ![]() |
192 | 203 |
არქეოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში, მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 340 მეტრზე, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, დევისხვრელი. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა, გაითხარა 1926-1931 წლებში, ნაპოვნია 4 კულტურის ფენა, რომელთაგანაც ზემოდან მესამე ფენა შეიცავდა ადამიანის ცხოვრების ნაშთს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 148.
- ბერძენიშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 435.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II