ქორეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)
| სოფელი | |
|---|---|
|
ქორეთი | |
|
სოფელი ქორეთი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | იმერეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ქორეთი |
| კოორდინატები | 42°18′17″ ჩ. გ. 43°23′15″ ა. გ. / 42.30472° ჩ. გ. 43.38750° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 610 მ |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| მოსახლეობა | 1348[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ქორეთი — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: ქორეთი). მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში. ზღვის დონიდან 610 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1348 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 1942 | 985 | 957 |
| 2014[1] | 672 | 676 |
ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები - ორი ეკლესია. ერთი დგას ბორცვზე, როგორც ჩანს, წინაქრისტიანული სალოცავის ადგილზე, ხოლო მეორე არის ღვთაების ეკლესია. ეკლესიაზე არის სამშენებლო ხასიათის წარწერა, შესრულებულია ასომთავრულით 1000 წელს.
სამაროვანი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1945 და 1955 წლებში ქორეთის ერთ-ერთ უბანში, პასიეთში, გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 2 ყორღანული სამაროვანი. აქ აღმოჩენილ ინვენტარს დიდი კავშირი აქვს მტკვარ-არაქსის კულტურასთან. სამაროვანზე მიცვალებულები იმარხებოდნენ ძვ.წ. III ათასწლეულში.
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დაიბადა მწერალი აკაკი ბელიაშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 549.
- კორნელი დანელია, ზურაბ სარჯველაძე ქართული პალეოგრაფია. თბილისი, 1997
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II