გვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

გვარი — მემკვიდრეობითი საგვარეულო სახელი, რომელიც ძირითადად მამიდან შვილზე გადადის. ზოგ სახელმწიფოებში გვარი დედიდან გადადის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარების ისტორია შუა საუკუნეების იტალიიდან მოდის. სავარაუდოდ X—XI საუკუნეებში იტალიის განვითარებულ, სავაჭრო ოლქებში პირველი გვარები წარმოიშვა[1]. შემდეგ სამხრეთ საფრანგეთში. ინგლისში სავარაუდოდ 1066 წელს, ნორმანებთან ომის შემდეგ გაჩნდა

ქართველთა გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისაგან, მეტსახელებისაგან ან წარმომავლობისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად დავითაშვილი: დავითი → დავითის შვილი → დავითშვილი, გიორგაძე: გიორგი → გიორგის ძე → გიორგაძე ან ცხვადიანი: ცხვედი → ცხვედიანი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dauzat A. Les noms de famille de France. 1949. P. 40.

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გვარი&oldid=3023981“-დან