აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აწყური (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
აწყური
Village Atskuri.jpg
სოფელ აწყურის ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთი
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
თემი აწყური
კოორდინატები 41°43′45″ ჩ. გ. 43°09′34″ ა. გ. / 41.72917° ჩ. გ. 43.15944° ა. გ. / 41.72917; 43.15944
პირველი ხსენება XI საუკუნე
ადრეული სახელები სოსანგეთი, აწყვერი
ცენტრის სიმაღლე 900
მოსახლეობა 1539[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95%[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
Akhaltsikhe.png
Akhaltsikhe.png
აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)

აწყურისოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: აწყური, თისელი, ტყემლანა). მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირებზე, აბანოსღელის შესართავთან, ზღვის დონიდან 900 მ., ახალციხიდან 22 კმ. სოფელში მისდევენ მეცხოველეობას, მეხილეობას, არის საჯარო სკოლა, კულტურის სახლი, ბიბლიოთეკა, აფთიაქი. შუა საუკუნეებში იყო ქალაქი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 539 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 984 945 1 039
2014[1] Decrease2.svg 1 539 760 779

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ა-წყურ-ი ა- არის პრეფიქსი, ხოლო წყურ — ფუძე დაკავშირებულია წყალთან. ამოსავალია წყ ძირი. ეს ძირი გვხვდება წყალთან დაკავშირებულ ისეთ ქართველურ სიტყვებში, როგორებიცაა: წყალი, წყარო, წყარ-, წყუ-, წყორ-. იგივე წყ ძირი გვაქვს სიტყვებში: ნე-რ-წყ-ვ-ი, რ-წყ-ევ-ა. შესაბამისად, აწყური ნიშნავს წყლიან ადგილს, წყლის ადგილს.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აწყური საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო. ადრინდელი სახელწოდება იყო სოსანგეთი, ქართულ წყაროებში აწყვერის სახელითაც გვხვდება. მატიანეში პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. ქართულ წყაროების თანახმად, ბიზანტიის კეისარ ჰერაკლეს ლაშქრობის დროს (VII ს.) აქ საყდარი აუგიათ.

ადრინდელი ფეოდალურ ხანაში აწყური სამცხის პოლიტიკური ცენტრი და სამძივართა ფეოდალური საგვარეულოს ადგილსამყოფელი იყო. ასევე მნიშვნელოვან პუნქტად ითვლებოდა იგი სამცხე-საათაბაგოს არსებობის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. XVI საუკუნის II ნახევარში აწყური ოსმალებმა დაიკავეს. 1829 წელს ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით განთავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან და შევიდა ახლადშექმნილ ახალციხის მაზრაში.

აწყურში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები, კალიგრაფები, წიგნის მკაზმავნი გიორგი მაწყვერელი (IX-X სს.), გაბრიელ კოტაი (XI ს.), იოაკიმე მაწყვერელი (XVI ს.), იერემია მაწყვერელი (XVI ს.) და სხვები.

XIX საუკუნის 30-იან წლებში აწყურის მოსახლეობა დაიცალა ქართველთა დიდი ნაწილისაგან: ზოგი ომში დაიღუპა, ზოგიც საზღვარგარეთ წავიდა. „1830 წელს აწყურში დასახლდა არზრუმელი სომხების 166 ოჯახი“ ... მათ დახვდათ 461 კომლი ქართველი მაჰმადიანი და 31 კომლი ებრაელი. „ახლად დასახლებული კოლონისტები ადგილობრივ მოსახლეობას არ შერევიან. ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად მტკვრის მარჯვენა მხარეს ცხოვრობდა, ხოლო ახალჩამოსახლებულები - მტკვრის მარცხენა მხარეს“.[4]

ვიკიციტატა
„სომხები და ებრაელები ეწეოდნენ მხოლოდ ვაჭრობას, ისინი მეურნეობის არც ერთ დარგს არ მისდევდნენ. არ ჰყავდათ არც საქონელი, გარდა ცხენებისა და სახედრებისა, რასაც თავიანთ სავაჭრო საქმიანობაში იყენებდნენ... 1840-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ახალციხის საფაშოს ნაცვლად შეიქმნა ახალციხის მაზრა და გაუქმდა სანჯაყები, აწყვერი აბასთუმნის უბანს დაემორჩილა და მისი ბურჟუაზიულ ქალაქად გადაქცევის პერსპექტივებიც შეწყდა. აწყვერში ჩასახლებული სომეხი ვაჭარ-ხელოსნები 40-იან წლებში აიყარნენ და ახალციხეში გადასახლდნენ. აწყვერიდან ახალციხეში გადავიდნენ ებრაელი ვაჭრებიც. ამის შემდეგ აწყვერი სამცხის ტიპურ სოფლად გადაიქცა“
(ლომსაძე შ. სამცხე-ჯავახეთი. თბ., 1975, გვ. 488)

საეპისკოპოსო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აწყურის საეპისკოპოსო.

აწყურში იყო საეპისკოპოსო ცენტრი. აწყურის საეპისკოპოსო საქართველოს ეპარქიათა შორის ერთ-ერთი უძველესია. აწყურის ეპისკოპოსი იწოდებოდა მაწყვერელად. პირველი ეპისკოპოსი, ვისმა სახელმაც ჩვენამდე მოაღწია, არის იოსები, რომელიც VI საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ბოლო ეპისკოპოსი, ვისი სახელიც ვიცით, იყო გედეონი, რომელმაც უკვე სულთნისგან მიიღო აწყურის კათედრა.[5]

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" თანახმად, უკვე გრიგოლის დროს, VIII-IX საუკუნეებში არსებობდა აწყურის საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც XII-XVI საუკუნეებში სამცხის საეკლესიო ცენტრი გამხდარა.

მაწყვერელ ეპისკოპოსთა შორის გამორჩეული იყო ეფრემ დიდი მაწყვერელი (კათედრას უძღვებოდა 855-895 წლებში), გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, რომლის შესახებაც გიორგი მერჩულე წერს:

ვიკიციტატა
„დიდი ეფრემ მრავლისა კეთილისა მომატყუებელ იქმნა ქყუეყანა ჩუენსა, რამეთუ პირველად აღმოსავლისა კათოლიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა, ხოლო ეფრემ ქრისტესმიერითა ბრძანებითა მიჰრონისა კურთხევაჲ ქართლს განაწესა იერუსალიმისა პატრიარქისა განწესებითა და წამებითა სიხარულითა“
(მერჩულე გიორგი, ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა. თბ., 1949, გვ. 97)

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის აწყურის ტერიტორიაზე შემორჩენილია ღვთისმშობლის გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში. გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე მხარეზე მდებარე სათავსებს (ე. წ. სადიკვნესა და სამკვეთლოს) აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია მორთულობის ფრაგმენტები - კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაუკებით, საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა და სხვა, მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელია. აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. როგორც ჩანს, ძეგლი ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში საბოლოოდ დანგრეულა. შემორჩენილია აგრეთვე სხვა, X-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევები.

სოფლის ტერიტორიაზე დგას ციხე-სიმაგრეები: სლესის (მოქცევის) ციხე და აწყურის ციხე, ასევე საკანაფე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. მერაბ ბერიძე, რამდენიმე ქართული ანთროპონიმისა და ტოპონიმის ეტიმოლოგიის საკითხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რეცენზირებადი ელექტრონული ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი „სპეკალი“, №4
  4. ლომსაძე შ. სამცხე-ჯავახეთი. თბ., 1975, გვ. 487
  5. Православная энциклопедия. том IV. Москва, 2002, ст. 221-222

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: