ბაჭყალას სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაჭყალას სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თელოვანის ჩრდილო-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, დიდგორის მთის ძირას, დამრეც ველზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. 1971 წელს ძეგლი გათხარა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დიღმის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. აბრამიშვილი). გაითხარა ორი ტიპის ინდივიდუალური სამარხები: ქვიშაქვის ფილებით შედგენილი ქვაყუთები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები.მიცვალებულები დაკრძალულია გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ, ორმო სამარხებში კი მიცვალებულები წვანან გვერდზე, ხელფეხმოხრილი. სამარხებში აღმოჩნდა ნახევრად ძვირფასი ქვებით შემკული ბრინჯაოს და რკინის სხვადასხვა ტიპის საკინძები, მძივები და სხვა სამკაულები. ბაჭყალა სამაროვანის მსგავსი სამარხები აღმოჩენილია მცხეთაში, სამთავროს ველზე. მოპოვებული მასალა ინახება ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის რესპუბლიკურ არქეოლოგიურ კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]