თელოვანის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელოვანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თელოვანთან, თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, 7 კილომეტრის მოშრებით, დიდგორის მთის აღმოსავლეთფერდობზე, ნატუსების სერზე, უკავია 1 ჰექტარამდე ფართობი. თარიღდება VI-VII საუკუნეებით.

1971 წელს ძეგლი გათხარა, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ, რ. აბრამიშვილის ხელმძღვანელობით. ნაგებობაზე გამოვლინდა ქვიშაქვის გათლილი ფილებით შეკრული ქვაყუთები, რომლებიც ერთი ან ორი მეტრითაა ერთმანეთს დაშორებული და მიწის ზედაპიდან 0,5-1 მეტრის სიღრმეზეა ჩადგმული. სამარხთა უმრავლესობა კოლექტიურია. თითოეულ მათგანში დაკრძალულია 2-5 მიცვალებული, გულაღმა, გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. სამარხში აღმოჩენილი ინვენტარი ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]