ზილჩის ველის გორასამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზილჩის ველის გორასამარხები — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში. მდებარეობს დედოფლისწყაროდან 80-85 კილომეტრზე, მდინარე ივრის ზეგანზე ზილჩად წოდებულ დაცემულ ვაკეზე შავ მთასა და დიდი შირაქის ველს შორის, ძეგლის შესწავლა დაიწყო 1981 წლიდან არქეოლოგიურმა კვლევის ცენტრმა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ და გააგრძელა არქეოლოგიური კვლევის ცენტრმა შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ხელმძღვენელობდნენ ბ. ბაისურაძე გაითხარა N2-დან N10-ის ჩათვლით გორასამრხების ეგლები განსხვავებულად დათარიღდა გორასამარხები N1 თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის დასაწყისით. ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის დასასრულით ჩაშვებული, ზედა დონის სამარხი ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის პირველი ნახევრით N3 ძველი წელაღრიცხვით III ათასწლეულის დასასრულით N4 ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის მეორე ნახევრით N5 შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულით N6 და N8 დაუთარიღებელია დაზიანებისა და გაძარცვის გამო. N7 შუა ბრინჯაოდან გვიანი ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი ხანით N9 და N10 ცრუ სამარხებია.

არქეოლოგიური მასალა ინახება ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]