ღომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღომი
Japanese Foxtail millet 02.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ძურწა
სახეობა:  ღომი
ლათინური სახელი
Setaria italica

ღომი (ლათ. Setaria italica) — ერთწლოვანი კულტურული მცენარე ძურწასებრთა გვარის მარცვლოვანთა ოჯახისა. აქვს სწორი, თითქმის, ცილინდრული ღერო, რომლის სიმაღლე 25 სმ-2 მ აღწევს, აქვს ფართო ლანცეტისებრი ფოთოლი, თავთავისებრი საგველა ყვავილედი, მარცვალა ნაყოფი. სიცხეს კარგად იტანს. საქართველოში გვხვდება ღომის ადრეული, საშუალო და საგვიანო ჯიშები. დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ „შვიდკვირა“ და „ორმოსავალა“. ღომი მაღალხარისხოვანი სასურსათო მცენარეა. მარცვალი შეიცავს ცილებსა და ვიტამინებს. ღომისგან ამზადებენ ფქვილს, მაკარონს, სპირტს, ლუდსა და სხვ. ღომის მწვანე მასას, ბზეს, ჩენჩოს, კილსა და სხვა ნარჩენს საქონლის საკვებად იყენებენ.

ღომი ცნობილი იყო 2700 წლის წინათ ჩვენს ერამდე. როგორც ჩანს, კულტურულ ღომს გამოეშტოვა სარეველა ღომიც (S. Ketzchovellii Menab).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ღომი&oldid=3659597“-დან