აბრაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართველი მოცეკვავე აბრაგულის ფორმით. XXI საუკუნის სურათი.

აბრაგი — ყაჩაღი, ავაზაკი. ქართულ ენაში სიტყვა „აბრაგი“ ჩრდილოეთ კავკასიიდან არის შემოსული და სარმატულ-ალანური წარმომავლობისა უნდა იყოს. აბრაგობა, როგორც სოციალური მოვლენა, წარმოიშვა გვაროვნული საზოგადოების რღვევის პროცესში. თავდაპირველად აბრაგს უწოდებდნენ გვარიდან განდევნილს, რომელიც მოხეტიალე ცხოვრებასა და ყაჩაღობას ეწეოდა. სამეგრელოსა და აფხაზეთში აბრაგი ტყეში გავარდნილ კაცს, ყაჩაღს ერქვა.

ბატონყმური ურთიერთობის ჩამოყალიბების პერიოდში აბრაგობა სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ გლეხთა პროტესტს გამოხატავდა. აბრაგი იყო მებატონისაგან გაქცეული ყმა, რომელიც იარაღით იბრძოდა თავისი უფლებებისათვის. კავკასიის ომების დროს სიტყვა „აბრაგმა“ (რუს. абрек) ახალი მნიშვნელობა მიიღო. აბრაგებს ეძახდნენ ინდივიდუალურად, პარტიზანულად მებრძოლ მთიელებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ რუსეთის ჯარს და ნახევრად სამხედრო ტიპის დასახლებებს - სტანიცებს. რუსეთის მიერ კავკასიის დამორჩილების შემდეგ აბრაგები განაგრძობდნენ ბრძოლას მთავრობის წინააღმდეგ, მ.შ. საბჭოთა პერიოდშიც. კავკასიაში აბრაგებზე ბევრი ხალხური თქმულება არსებობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]