დუშეთის ამილახვრიანთკარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამილახვრიანთკარის ეკლესია

დუშეთის ამილახვრიანთკარის ეკლესიაეკლესია დუშეთის დასავლეთ ნაწილში, ამილახვრიანთკარის ტერიტორიაზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საბურავი, გრძივი კედლების ზედა ნაწილები და კამარის დასავლეთ ნაწილი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (9,4 X 5,8 მ), ნაგებია რიყის ქვით და კვადრატული აგურით. სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომელსაც გადახურვის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილი აქვს. აღმოსავლეთით აბსიდის ღერძზე მაღალი, ფართო თაღოვანი სარკმელია. მის გვერდებზე თითო, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. აბსიდის ბოლოებთან და დარბაზის გრძივი კედლების შუა ნაწილში თითო მარტივი პილასტრია, რომლებსაც ნახევარწრიული საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილაბსიდს დარბაზისგან გამოყოფს კამარა, კონქი და საბჯენი თაღები აგურითაა ნაშენი. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო ფართო თაღოვანი სარკმელია.

ფასადები სადაა. საფასადო სიბრტყე სხვადასხვა ზომის რიყის ქვითაა გამოყვანილი, რომელშიც თანაბარი მანძილით დაცილებული აგურის თითორიგიანი შრეებია ჩართული. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ზემოთ აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენტზე დადგმული ჯვარი. კედლები დასრულებული ყოფილა აგურის საფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად და კუთხურად ნაწყობი აგურის რიგების მონაცვლეობისგანშედგებოდა.

ეკლესიის დასავლეთ კედელზე შემორჩენილია სამრეკლოს კვადრატული საფუძველი.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]