ბაკურხევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაკურხევის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურხევის დასავლეთით, კანჩხის მთის წვერზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (4,8 x 3,2 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით, შირიმითა და კირის დუღაბით. დანგრეულია. შემორჩენილია ნალისებრი აფსიდის ნაწილი და დასავლეთის კედელი (სიმაღლე 0,6-0,8 მეტრი). ნანგრევებში აღმოჩნდა შირიმის ქვის საკურთხევლისწინა ჯვრის სწორკუთხაღრმულიანი პოსტამენტი. ეკლესიის გალავნისაგან შემორჩენილია მხოლოთ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების კვალი. ეკლესიიდან სამხრეთით, 10-20 მეტრზე, სამარხებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]