ბოდავის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდავის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბოდავის დასავლეთით, 1,5 კილომეტრის მანძილზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით დუღაბზე. დანგრეულია: ჩამოშლილია კამარა, კედლების ზედა ნაწილი და საპირე წყობა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმელია გაჭრილი.

კოშკი სწორკუთხაა. ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია სამი სართული. დაზიანებულია: ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილი და ხის სართულშუა გადახურვა.

გალავანი წრიული ფორმისაა. შემორჩენილია ფრაგმენტულად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]