აბანოსხევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბანოსხევის ეკლესია — არქეოლოგიურ არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ აბანოსხევში, მდინარე აბანოსხევის მარჯვენა ნაპირას. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. 1986 წელს გაითხარა იაე ინსტიტუტის აკც-ის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).

ეკლესია დარბაზულია (15х7 მ), ნაგებია რიყის ქვით. დანგრეულია, შემორჩენილია სამხრეთ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ნაწილები, ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთი გვერდი და ქვის იატაკის ნაწილი. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, მისი დანგრევის შემდეგ, ჩაუშენებიათ შვეულკედლებიანი საწნახელი. ეკლესიის გარშემო გამოვლენილია ქრისტიანული ორმოსამარხები უინვენტაროდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]